სიახლეები
სიახლეები

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ სტატუსიანი პედაგოგები? - მოთხოვნები წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის
25-10-2021
-
+


სტატუსის ამაღლებასთან ერთად მასწავლებლების მიმართ მოთხოვნები იზრდება. მაღალი სტატუსის მქონე პედაგოგებს კარიერულ და პიროვნულ განვითარებასთან ერთად სკოლის რეპუტაციაზე და კოლეგებზე ზრუნვაც უწევთ. თუ რა კომპეტენციებს უნდა აკმაყოფილებდნენ წამყვანის სტატუსის მქონე პედაგოგები? - მოთხოვნები მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტშია გაწერილი.

წამყვან პედაგოგს უნდა შეეძლოს მასწავლებლის საჭიროებების იდენტიფიცირება; გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისი პროფესიული განვითარების აქტივობების/სტრატეგიების შერჩევა; ასევე პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შემუშვება და გეგმის განხორციელების მონიტრინგი.

წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ეფექტური კომუნიკაციის უნარი – შეეძლოს განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მიწოდება. ასევე უნდა ჰქონდეს ინფორმაციის მოძიების, გაფილტვრის, დამუშავების უნარი; ცოდნა ზოგადი განათლების პოლიტიკისა და მართვის შესახებ, გარდა ამისა, უნდა იცნობდეს თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და საგანმანათლებლო კვლევებს; არსებულ ცოდნას უნდა იყენებდეს საკუთარი და კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

მოგეხსენებათ, კვლევა მნიშვნელოვანი ნაწილია მასწავლებლის კარიერული განვითარებისა, შესაბამისად, წამყვანს უნდა ჰქონდეს კვლევითი უნარები: შეეძლოს საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება სკოლისა და ადგილობრივი საზოგადოების (თემის) საჭიროებიდან გამომდინარე, კვლევის დაგეგმვა და განხორციელება, ინტერვენციების შედეგების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

ასევე უნდა შეეძლოს საქმიანი და თანამშრომლობითი კონტაქტების დამყარება;

უნდა ჰქონდეს უნარი, მკაფიოდ გამოკვეთოს სათქმელი და წარმოაჩინოს საკუთარი სკოლის ინტერესები; ასევე უნდა შეეძლოს ისეთი ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის, როგორც თვითგანვითარებადი ორგანიზაციის, ჩამოყალიბებასა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას.

გარდა ამ მოთხოვნებისა, წამყვან მასწავლებელს უნდა შეეძლოს საქმიანი და თანამშრომლობითი კონტაქტების დამყარება; უნდა ჰქონდეს მკაფიო ხედვა სკოლის საგანმანათლებლო საჭიროებებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ; უნდა ჰქონდეს უნარი, მკაფიოდ გამოკვეთოს სათქმელი და წარმოაჩინოს საკუთარი ორგანიზაციის ინტერესები.

ასევე უნდა ჰქონდეს სოციალური პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების უნარები; კარგად უნდა იცოდეს და იზიარებდეს სამოქალაქო ღირებულებებს, შეეძლოს მათი დანერგვა სკოლაში და თემში.

ასევე ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს რეგიონის განვითარების ხედვა; შეეძლოს გაეცნოს და მოსწავლეებში პოპულარიზაცია გაუწიოს პროფესიებს, რომლებიც ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას.

ასევე უნდა იცნობდეს და იზიარებდეს გლობალური მოქალაქეობისა და მდგრადი განვითარების ძირითად პრინციპებს; უნდა ჰქონდეს უნარი, გააზიაროს და გაავრცელოს გლობალური მოქალაქეობისა და მდგრადი განვითარების ძირითადი პრინციპები სკოლაში; განახორციელოს აქტივობებს სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართულობით მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით.

რაც შეეხება მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის კომპეტენციებს:

სტატუსით ყველაზე მაღლა მდგომი პედაგოგი, გარდა წამყვანის უნარ-ჩვევებისა, ასევე უნდა ფლობდეს და იყენებდეს სკოლის საჭიროებების დადგენის სხვადასხვა მეთოდოლოგიას; ჰქონდეს ანალიტიკური, კვლევითი უნარები და სტრატეგიული ხედვა; ასევე უნდა შეეძლოს სკოლის სტრატეგიული გეგმის შემუშავება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით.

მენტორს ასევე უნდა ჰქონდეს კვლევითი უნარები: შეეძლოს საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება, კვლევის დაგეგმვა და განხორციელება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მენტორს უნდა შეეძლოს, მოიძიოს ინფორმაცია სხვადასხვა საერთაშორისო თუ უცხოური ორგანიზაციის საქმიანობის, ასევე გლობალური პროექტების შესახებ; ასევე უნდა შეეძლოს თანამშრომლობის მიზნის განსაზღვრა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება საერთაშორისო და უცხოურ ორგანიზაციებთან სკოლის/თემის/რეგიონის საგანმანათლებლო საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე;

გარდა ამისა უნდა გეგმავდეს ისეთ ღონისძიებებსა და პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის, როგორც თვითგანვითარებადი ორგანიზაციის, ჩამოყალიბებასა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას; აუცილებელია, რომ შეეძლოს საქმიანი და თანამშრომლობითი კონტაქტების დამყარება; უნდა ჰქონდეს უნარი, მკაფიოდ გამოკვეთოს სათქმელი და წარმოაჩინოს სკოლის ინტერესები; და რაც მნიშვნელოვანია, უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული აკადემიური და ფუნქციური წერის უნარები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

 შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს


სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნაძვის ხე უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ნარჩენისგან, სადაც ბავშვებს უნდა გამოევლინათ შემოქმედებითი უნარები 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება