მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მოსწავლეები კითხვაში აშშ-ს საელჩოს საზაფხულო გამოწვევას შეუერთდნენ.
მეშვიდეკლასელი ბაჩი დოლიძე პირველია, ვინც პროგრამაში ჩაერთო და ვიდეოც ჩაწერა მის მიერ შერჩეული წიგნის შესახებ.
მოსწავლე ვიდეორგოლში ლინდა მალალი ჰანთის წიგნს „თევზი ხეზე“ საინტერესოდ განიხილავს და საზოგადოებას მის წაკითხვას ურჩევს.
„მოუსმინეთ ამ ყოჩაღ ბიჭს, რას გვირჩევს, რატომ უნდა წავიკითხოთ ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“;
პროექტის ფარგლებში ბაჩი ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ხელმოწერილ ვერცხლის ან ოქროს სერტიფიკატს მიიღებს წაკითხული წიგნების რაოდენობის შესაბამისად. მადლობა საინტერესო გამოწვევისთვის!“- აღნიშნულია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეორგოლი ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა