სიახლეები
პიროვნება

„მასწავლებლებს არასერიოზულობას გვიწუნებდნენ და თანამდებობისთვის შეუფერებლებს გვეძახდნენ“ - ქართველი ტიკტოკერი პედაგოგი, რომელმაც სოცქსელი მოიცვა
23-08-2021
-
+


როგორც მასწავლრბელს ძალიან ბევრი იცნობს, თუმცა მისი ცნობადობა ბოლო დროს ტიკ-ტოკმა კიდევ უფრო გაზარდა. უკვე 32 ათასი გამომწერი ჰყავს, თუმცა პოპულარობამდე გზა მარტივი სულაც არ ყოფილა. ბიჭიკო ოჩიგავა აბაშის მუნიციპალიტეტის, სეფიეთის საჯარო სკოლაში ინგლისურს ასწავლის. ბავშვობიდან მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და სწორედ ამიტომ ჟურნალისტობა გადაწყვიტა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, საბედნიეროდ, სკოლაში აღმოჩნდა პედაგოგად... მას შემდეგ რვა წელმა და ბევრმა წყალმა ჩაიარა, პოპულარობამ დიდი სიყვარული მოუტანა, იქვე იყვნენ ისეთები, ვინც თანამდებობისთვის შეუფერებელს“ ეძახდა... თუმცა აჯობებს, ამ ყველაფერზე თავად ბიჭიკო ოჩიგავასგან შეიტყოთ, რომელიც მოსწავლეებსა და ოჯახის წევრებთან ერთად ტიკტოკერობს და კოლეგებთან გადაღებულ სახალისო ვიდეოებსაც ხშირად ავრცელებს.

- პროფესიად ჟურნალისტიკა იმიტომ ავირჩიე რომ ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა მოგვიანებით, მივხვდი, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი. სწავლის პარალელურად, მივხვდი, ამ მიმართულებით ვერ წავიდოდი, რადგან იმ საჭიროებებს შევეჩეხე, რაც ჟურნალისტს აუცილებლად უნდა გააჩნდეს - თუნდაც უნარები...

მივხვდი იმასაც, რომ ჩემგან ძალიან წარმატებული ჟურნალისტი ალბათ ვერ დადგებოდა, რადგან არ მქონდა შინაგანი მოწოდება, ამ პროფესიაში თავი მეგრძნო შემდგარ ადამიანად. კარგად ვსწავლობდი ინგლისურ ენას, რომელიც სკოლიდანვე ძალიან მიყვარდა. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, დავბრუნდი რაიონში... მალევე, სოფლის სკოლაში გამოჩნდა მასწავლებლის ვაკანსია და ანაზღაურება იმდენად მიზერული იყო, რომ მსურველები არ გამოჩნდნენ; ბავშვები კი მასწავლებლის გარეშე რჩებოდნენ და სკოლის დირექტორმა, მიუხედავად იმისა, პედაგოგობის დამდასტურებელი საბუთი ხელთ არ მქონდა, შემომთავაზა - ერთი წელი ჩვენთან იყავი და შემდეგ გადავწყვიტოთ, გააგრძელებ თუ არა კარიერასო.

- მარტივი არაა მასწავლებლობა, არ გაგიჭირდათ საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობის აღება?

- გეთანხმებით, ეს იყო დიდი გამოწვევა - მშობლიურ სკოლაში მივდიოდი პედაგოგად, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ჩემი ყოფილი მასწავლებლებისა და უკვე კოლეგების წინაშე. ამ ერთი წლის განმავლობაში ვეცადე, შესაძლებლობების მაქსიმუმი მეჩვენებინა არა მხოლოდ სწავლა-სწავლების კუთხით - ყველა ღონისძიება გადმომაბარეს მე და იმდენად მოსწონდა ყველას,  დირექტორმა მითხრა, გავსულიყავი გამოცდებზე. თუ დავადასტურებდი კომპეტენციას, გაგვარძელებდი სკოლაში მუშაობას.

თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ყველაფერს, თუმცა უნარებიც და საგნის გამოცდაც წარმატებით ჩავაბარე. ასე მოვყვები დღემდე...

- გამოცდა ჩავაბარეო მითხარით და აქვე პროფესიული წინსვლის სქემაზეც გკითხავთ, რომელიც პედაგოგებში განხეთქილების საგანია.

- ჩემი აზრით, პრობლემა საკმაოდ კომპლექსურია და წლების განმვალობაში ვერ შევჯერდით ისეთ კონცეფციაზე, რომლის გრძელვადიანი მიზნებიც გაზმოვადი იქნებოდა.  სამწუხაროა, რომ ჩვენი საგანმანათლებო სისტემა, წლებია, სატესტო რეჟიმშია და კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, რომ შედეგებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით. ყოველი რეფორმა მისი წინამორბედის ნამსხვრევებზეა აღმოცენებული.

მე, როგორც ერთმა მასწავლებელმა, ყველა გამოწვევა მივიღე, რომელიც სამინისტრომ რეფორმის ფარგლებში შემოგვთავაზა, არაფერს შევუშინდი, ჩემი კოლეგების მსგავსად, უზარმაზარი შრომა გავწიე და ბოლოს ვიგებთ, რომ თურმე აღნიშნული რეფორმა არაეფექტური და მოსწავლეზე ნაკლებად ორიენტირებული ყოფილა... ეს კი წყალში ყრის იმ უზარმაზარ ძალისხმევას, რომელიც თითოეულმა პედაგოგმა გასწია; სწორად ამიტომ, ყოველგვარ სიახლეს მასწავლებლები სკეპტიკურად უყურებენ.

ყოველი ახალი რეფორმა, მგონია, რომ გრძელვადიან მიზნებსა თუ შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული და სერიოზულ გათვლებს ემყარებოდეს; მინდა, მასწავლებლის ხმა გაცილებით მეტი დოზით ისმოდეს განათლების სამინისტროში, რათა რეალობასა და საჭიროებებს  აცდენილი რაც შეიძლება ნაკლები მოთხოვნა გაჟღერდეს, რისი მომსწრენიც ხშირად ვართ; თუმცა აქვე, არ შემიძლია, განათლების სამი9ნისტროს მადლობა არ გადავუხადო იმ ტრენინგებისა თუ ვებინერებისთვის, რომელმაც ხელი შეუწყო პედაგოგების პროფესიულ განვითარებას.

- გასაგებია, მაგრამ სანამ პედაგოგები სხვადსხვა რეფორმისა თუ მოთხოვნის თავისებურებებში ერკვეოდით, ბავშვების ინტერესი და განათლების უფლება უკანა პლანზე გადავიდა, არ მეთანხმებით?

- ვფიქრობ მასწავლებელს პირველ რიგში, საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ფიქრი უწევდა, რადგან სქემიდან გამომდინარე, იყო საფრთხე, დაეტოვებინა სკოლა; მაგრამ აქვე ვმუშაობდით მოსწავლეებთან და ვერ ვიტყვი, რომ მოსწვალეებისთვის განკუთვნილი დრო მასწავლებლებმა საკუთარ თავს მოვახმარეთ. ჩვენი მოსწავლეები უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია.

- მიუხედავად იმისა, პროფესიულ განვითარებასა თუ მოსწავლეებზეც მუდმივად ზრუნავდით, ოცნება - ყოფილიყავით პოპულარული - მაინც აისრულეთ...

- ვერ ვიტყვი რომ პოპულარული ვარ, თუმცა ტიკ-ტოკზე მყავს 32 ათასი გამომწერი... პოპულარობა ყოველთვის მიყვარდა - არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ მოსწავლეებთან გადაღებულ ვიდეოებს ძალიან ბევრი გამოხმაურება ჰქონდა, დიდი სიყვარული მოდიოდა ხალხისგან და ეს ბავშვების მოტივაციაზე მხოლოდ დადებითად აისახებოდა. ასე შევუთავსე ჩემი ამბიცია ჩემს პროფესიას და ბევრ რამეში გამომადგა.

 - ხშირად აშარჟებთ მასწავლებლებს - თქვენივე კოლეგებს, ამას როგორ იტანენ?

- ჩემი სკოლის კოლეგებზე მაქვს საუბარი, იმ ადამიანებზე, რომლებსაც 5 თითივით ვიცნობ - როდესაც სოცქსელში ვიდეოს ვაქვეყნებ, წინასწარ ვუთანხმდები, რადგან საჯაროობა ყველას არ უყვარს... გარდა ამისა, ყველა დეტალს ლუპით ვაკვირდები - ამ დროს შეიძლება ვინმეს ავნო, გაუცნობიერებლად რაღაც ისეთი წამოგცდეს, სხვისი უფლებები შეილახოს... ამიტომ, სანამ ვიდეო აიტვირთება, „მკაცრ ცენზურას“ გადის.

ტიკ-ტოკს რაც შეეხება, ჩემი გართობისა და დასვენების ერთ-ერთი საშუალებაა.. გვქონია   უარყოფითი გამოხმაურებებიც, მასწავლებლებს არასერიოზულობას გვიწუნებდნენ და თანამდებობისთვის შეუფერებლებს გვეძახდნენ, თუმცა ყველაზე გულდასაწყვეტი კოლეგების აგრესია იყო.

მიუღებელს არაფერს ვაკეთებ იუმორისტულ ნომრებს ვიღებ მეუღლესთან ერთად, ვცეკვავ ჩემს დასა და მოსწავლეებთან ერთად და დაე, მეძახონ „თანამდებობისთვის შეუფერებელი“; სრული უფლება მაქვს ვიმღერო, ვიცეკვო... ძალიან დიდ სიყვარულს ვიღებ, უცხო ადამიანები გამოხატავენ სითბოს და ჩემთვის ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ორი ადამიანის შხამიანი რეპლიკა. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ პოზიტივი ჩაიხშოს.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას

რა შემთხვევაში არ შეინახავს ელჟურნალი განმავითარებელ კომენტარს - ეს უნდა გაითვალისწინოთ

ცვლილება მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესში - დოკუმენტი

მასწავლებლების დანამატები 2025 წელს ორჯერ გაიზრდება - გადაწყვეტილება უკრაინის პედაგოგებს ეხება

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება