მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვიდეოკონფერენციების სერვისმა Zoom-მა, რომელსაც დისტანციური სასწავლო პროცესის დროს მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, აქტიურად იყენებენ, ახალი ფუნქცია -Focus წარმოადგინა.
შემქმნელების თქმით, Focus-ი საგანმანათლებლო პროცესს გაამარტივებს. ახლა მოსწავლეები და სტუდენტები ვირტუალურ კლასში ერთმანეთის დანახვასა და ყურადღების გადატანას ვერ შეძლებენ, მასწავლებელი კი ყოველთვის დაინახავს, ონლაინ გაკვეთილის დროს რით არის დაკავებული თითოეული მათგანი. ფაქტობრივად, უზრუნველყოფილია ოფცია Webinar-ის უფრო მარტივი და მოსახერხებელი ვერსია.
მაგალითად, მასწავლებელს შეუძლია ჩართოს ფუნქცია ინფორმაციის გადაცემის დროს, შემდეგ კი აუდიტორია საერთო დისკუსიაზე დააბრუნოს. ამასთან Webinar-ის რეჟიმზე წვდომა ფასიანია, Focus-ი კი, ბოლო მონაცემებით, უფასო ანგარიშებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
ფუნქცია ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის წარმოადგინეს, რადგან COVID-19-ის საფრთხე უწინდებურად სერიოზულია. გამორიცხული არ არის, რომ ბევრისთვის ვირტუალური კლასები განათლების მიღების ერთადერთ საშუალებად დარჩეს.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის გარდა მოსწავლეები შეძლებენ, პრეზენტაციებთან ერთად, საკუთარი ვიდეოს და სხვა მონაწილეთა სახელებისა და მათი სმაილებით გამოხატული რეაქციების დანახვას. აღნიშნული პარამეტრის გათიშვასთან ერთად, მოსწავლეები ერთმანეთს დაინახავენ.
ფუნქციის შემქმნელებს აქვთ მოლოდინი, რომ ის გამოადგება არა მხოლოდ სკოლებსა და უნივერსიტეტებს, არამედ შეუცვლელი გახდება კორპორატიული პრეზენტაციების დროსაც.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.