მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მასწავლებელები, გოეთეს ინსტიტურის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში ჩაერთნენ. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში გერმანელ სტუდენტებთან ერთად საინტერესო გაკვეთილებსა და აქტივობებს ატარებდნენ.
აღნიშნულ მოვლენას „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი ეხმიანება. ისინი მადლობას უხდიან გოეთეს ინსტიტუტს და წერენ, რომ ამ აქტივობებით სიღრმისეულად გაეცნენ გერმანულ კულტურას ლიტერატურასა და ენას.
„ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ გოეთეს ინსტიტუტს და ბატონ ვენზელს შესანიშნავი პროექტის განხორციელებისთვის. გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით გასული რამდენიმე თვის მანძილზე გერმანელი სტუდენტები საქართველოს სტუმრობდნენ და ჩვენს მასწავლებლებთან ერთად საინტერესო აქტივობებს და გაკვეთილებს ატარებდნენ.
ბათუმი პროგრესში მოვლენილი მასწავლებელი ვენზელი გამოირჩეოდა თავისი გონიერებით, საინტერესო იდეებით, უშრეტი ენერგიით და ეფექტური მეთოდიკით. ძალიან ბევრი შესძინა მან ჩვენს მასწავლებლებს და მოსწავლეებს, სიღრმისეულად გააცნო გერმანული კულტურა, ლიტერატურა და ენა. ბატონო ვენზელ, უდიდესი მადლიერებით გვინდა გითხრათ, რომ უკვე გვენატრებით და ისევ გელოდებით, როგორც მასწავლებელს და როგორც სტუმარს. მადლობა საინტერესო და სასარგებლო პროექტისთვის! მომავალ შეხვედრამდე!“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა