სიახლეები
სიახლეები

„მნიშვნელოვანია სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართვა ვაქცინაციაში“ - ნუნუ მიცკევიჩი
18-08-2021
-
+


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის გავრცელების პრევენციის და ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საინფორმაციო შეხვედრების ციკლს მართავს.

პირველი ონლაინ შეხვედრები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან გაიმართა.

შეხვედრებში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო. მან აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნა. მინისტრის მოადგილის თქმით, უსაფრთხო უნივერსიტეტების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების აქტიური ჩართვა ვაქცინაციის პროცესში. 

საუნივერსიტეტო საზოგადოებას შეკითხვებზე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა ანა კასრაძემ უპასუხა.

შეხვედრების მიზანია საუნივერსიტეტო საზოგადოება სწორად იყოს ინფორმირებული ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. შეხვედრების ფორმატი საშუალებას აძლევს მონაწილეებს, დასვან შეკითხვები და მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომპეტენტური პირებისგან. 

 

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში  მსგავსი ტიპის შეხვედრები საუნივერსიტეტო საზოგადოების ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან დამატებით დაიგეგმება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება