მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს, როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ჩვენს ქვეყანაში ვითარება რთულია და ათასობით შემთხვევა ყოველდღიურად ფიქსირდება, სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები ვაქცინაციაში ჩართვასთან დაკავშირებით. საზოგადოების აზრი კი კვლავ ორადაა გაყოფილი და კითხვა - რისთვის ავიცრა, თუ ვაქცინა ვირუსის შეხვედრისგან არ მიცავს? - სულ უფრო ხმამაღლა ისმის. ასეთ დროს, ყოველ სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა და კიდევ უფრო დიდი ძალა აქვს. Etaloni.ge გთავაზობთ ექიმ დინა ნემსაძის სტატუსს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ზემოხსენებულ კითხვაზე ერთმნიშვნელოვან პასუხს ყველა ამოიკითხავს:
ჩემი კოვიდ დღიური
17 მარტი - პირველი დოზა ვაქცინა
9 ივნისი - მეორე დოზა ვაქცინა
6 აგვისტო- ინფიცირება: ქუჩაში დავეხმარე ნაავარიებს. თავზე დამადგა უამრავი ადამიანი პირბადის გარეშე. 20 წუთი ვერ შევძელი მათი მოგერიება და დავინფიცირდი.
დღე 1. 9 აგვისტო- უსიმპტომოდ, ავიღე ტესტი და პოზიტიური ვარ.
დღე 2. იზოლაცია, გამეჭედა ცხვირის მარცხენა ნესტო.
დღე 3. გამეჭედა მარჯვენა ნესტოც.
დღე 4. ცხვირი მაქვს გაჭედილი. ვხმარობ გამხსნელს. თავს ვგრძნობ ჩვეულებრივ. დავკარგე ყნოსვა.
დღე 5. იგივე;
დღე 6. გამეხსნა ცხვირი. დამიბრუნდა ყნოსვა.
დღე 7. დამთავრდა ვირუსთან ბრძოლა.
აქვე, არც ერთი ჩემი კონტაქტი არ დაინფიცირდა! ბევრად უფრო ცუდად მიგრძნია თავი ჩვეულებრი გაცივებისას! ჩემთან ერთდროულად ინფიცირებულები, ჩემზე პატარებიც და ყოჩაღებიც - ებრძოდნენ საშინელ დაავადებას - კოვიდს და ზოგი ახლაც აგრძელებს ამ ბრძოლას!
ანუ, ვაქცინის ბენეფიტი: დაავადება წარიმართა პრაქტიკულად უსიმპტომოდ. შეწყდა გავრცელების ჯაჭვი! არ დამჭირდა ექიმი, კლინიკა, კვლევები, წამალი და ა.შ!!!
და კიდევ საოცარი იმედის შეგრძნება - როდესაც ვირუსს ეჩეხები, ღელავ, განიცდი და იქვე ძალიან მალე მოდის ფიქრი: მე ხომ ვაქცინირებული ვარ!!!
გთხოვთ, გემუდარებით - დახვდით ამ ვირუსს იმუნურები! აიცერით! შეწყვიტეთ ვირუსის გავრცელება!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.