სიახლეები
სიახლეები

უნივერსიტეტები პირველკურსელთა რეგისტრაციას იწყებენ - ვადები და ინსტრუქცია
23-08-2021
-
+


საქართველოს უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია სხვადასხვა დროს იწყება. გთავაზობთ რამდენიმე უნივერსიტეტში რეგისტაციის დაწყების თარიღსა და იმ საჭირო პროცდურების ჩამონათვალს, რაც პირველკურსელებმა უნდა გაიარონ.

საქართველოს უნივერსიტეტი

როგორც „საქართველოს უნივერსიტეტის“ ვებ-გვერდზე წერია, პირველკურსელებს 6-დან 16 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ დარეგისტრირება.

რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. 77, მეოთხე სასწავლო კორპუსი, მეორე სართული ოთახი N407.

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  
  • საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი; 
  • სკოლის ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟების შემთხვევაში); 
  • ფოტოსურათი (3X4); 
  • სწავლის საფასურის მეათედი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (გადახდის ქვითარი). 
  • სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ანგარიშის ნომრის მითითების გარეშე, ბაზისბანკში, ბანკი ქართუში და თიბისი ბანკში. ოპერატორს მხოლოდ სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი დასჭირდება. მიუთითეთ, რომ იხდით სწავლის საფასურს საქართველოს უნივერსიტეტისთვის. 

სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულ მატარებელზე და იქონიეთ ხელზეც.(CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატით).

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პირელსემესტრელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება 6-დან 14 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს. რაც შეეხება აკადემიურ რეგისტრაციას, იგი აბიტურიენტებს 15-დან 20 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

მას შემდეგ, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აბიტურიენტს მიენიჭება სტუდენტის სტატუსი, თსუ-ში ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაციის გავლა თსუ-ში დადგენილი წესების და ვადების დაცვით; ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და სათანადო დოკუმენტების ჩააბარების შემდეგ პირველი სემესტრის სტუდენტი იღებს პაროლს, რომლის მეშვეობითაც “სასწავლო პროცესის მართვის სისტემა”-ში გადის აკადემიურ (საგნობრივ) რეგისტრაციას.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

„რეგისტრაციის ზუსტი თარიღი სექტემბერში ვებ-გვერდზე დაიდება. ჯერ ჩვენთან არ მოსულა ბრძანება  ჩარიცხულთა შესახებ, როგორც კი მოვა, მაშინვე დავიწყებთ პირველკურსელთა რეგისტრაციას. რეგისტრაციის პროცესის გასავლელად ჩვენთან ინდივიდუალურად უნდა მოვიდეს სტუდენტი ან მინდობილობა უნდა ჰქონდეს იმ პირს, ვისაც იგი თავისი საბუთების მატერიალურად წარმოგდენას ანდობს.“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

„ჯერჯერობით განათლების სამინისტროს ჩარიცხულ სტუდენტთა შესახებ სიები არ გადმოუცია და ამიტომ რეგისტრაცია არ არის დაწყებული. არც ვიცით როდის დაიწყება. რეგისტრაციის ფორმა, ალბათ, ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული ეს როგორი ეპიდსიტუაციაც იქნება, იმის მიხედვით გადაწყდება.“

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

„როგორც წესი, რეგისტრაცია ყოველთვის ოფლაინ მიმდინარეობს, მაგრამ, ვინაიდან ახლა კოვიდსიტუაცია უკონტროლო ხდება და მძიმდება, ჯერჯერობით უნივერსიტეტს კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია. ჯერჯერობით ვითარებას ვაკვირდებით და განათლების სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებს ველოდებით. ამის შესაბამისად გადავწყვეტთ ეს იქნება ტრადიციული - ოფლაინ თუ ონლაინ რეგისტრაცია. სწვლას 20 სექტემბერს ვიწყებთ და პირველკურსელთა რეგისტრაცია ყოველთვის 10 დღით ადრე იწყება. ამიტომ ჯერ ცოტა ადრეა, მანამდე ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, გავაფრთხილებთ ჩვენს პირველკურსელებს.“

თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფელ უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია სექტემბერში დაიწყება. უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე, ჯერჯერობით, მხოლოდ ის არის მითითებული, რომ რეგისტრაცია სექტემბერში დაიწყება და ის 2 ეტაპად განხორციელდება.

მანამდე კი გაეცანით იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც დარეგისტრირებისას დაგჭირდებათ.

ელექტრონული რეგისტრაციისას პირველკურსელმა უნდა ატვირთოს შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტების ელ-ვერსიები: 

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი
  • ელექტრონული სურათი (3/4)
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობა (ვაჟებისთვის)
  • ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • სკოლის ატესტატი

მეორე ეტაპი   მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას, ხელშეკრულების გაფორმებას და ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას. 

მეორე ეტაპი ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში.

პირველკურსელებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი:

  • ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად საჭიროა მშობლის ან მინდობილი პირის (მინდობილობა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული) თანხლება. 
  • მშობლის/მინდობილი პირის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი

პირველკურსელებს, რომლებიც ვერ მოახერხებენ მითითებულ თარიღებში მშობლის/მინდობილი პირის თანხლებით მოსვლას, საშუალება ექნებათ წაიღონ ხელშეკრულება და ხელმოწერილი დოკუმენტი ჩააბარონ ადმინისტრაციაში არაუგვიანეს 9 სექტემბრისა.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

კიდევ ერთი გამოცდის ტესტები ცნობილია - ნახეთ საკითხები

აფხაზეთი, პოლიტიკა და რუსეთ-უკრაინის ომი გეოგრაფიის გამოცდაზე - აბიტურიენტები ტესტის შესახებ საუბრობენ

ცვლილება კომბინირებულ და სპეცმასწავლებლის გამოცდებს შეეხება - სამინისტრო დეტალებზე

ბაღებისთვის მმართველობითი, ძირითადი და დამხმარე პროცესების ჩამონათვალი შემუშავდა

ყველაზე მარტივ გამოცდას აბიტურიენტები ასახელებენ - „ამ საგნით ეროვნულები დავამთავრე“

პიროვნება
სკოლები

მეცადინეობები მოიცავს არაფორმალურ და სახალისო აქტივობებს

სკოლის 12-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო საზაფხულო ბანაკში - ერთიანი საქართველო ევროპისთვის

ორივე ღონისძიება შთამბეჭდავად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

სიახლეები
საზოგადოება