სიახლეები
სკოლები

ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში „პრობლემებისა და წინადადებების“ ყუთი განთავსდა
19-08-2021
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებსა და მშობლებს თავიანთი აზრის დაფიქსირება ახლა უკვე ანონიმურადაც შეეძლებათ. ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სკოლაში „პრობლემებისა და წინადადებების ყუთი“ განთავსდება, სკოლის დირექტორს მაია ხუნაშვილს ეკუთნის.

„შემოვიღეთ „პრობლემებისა და წინადადებების ყუთი“ - ეს მეთოდი მშობლებსა და მოსწავლეებს მისცემთ საკუთარი აზრის, მოსაზრების, შეფასების ანონიმურად წარმოდგენის საშუალებას. დღეიდან ყველა მშობელსა და მოსწავლეს შეეძლება ანონიმურად გაგვიზიარონ საკუთარი მოსაზრება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს კონკრეტულ პერსონალთან, რომელიმე მასწავლებელთან თუ შინაგანაწესთან დაკავშირებით. რაც მთავარია, თითოეული მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული და წარმოდგენილი უნდა იყოს რატომ გსურთ ეს და რას შეცვლის სკოლის ცხოვრებაში, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი თქვენთვის და თქვენი შვილისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სკოლაში აცხარებენ, რომ ყველა დასაბუთებულ თხოვნას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

განცხადებაში ასევე საუბარია იმ მიღწევებსა და შედეგებზე, რაც ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლას ბოლო 6 წლის განმავლობაში აქვს. ეს ის პერიოდია, რაც სკოლის დირექტორის თანამდებობას მაია ხუნაშვილი იკავებს.

„ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლას უკვე ექვს წელზე მეტია მართავს ქალბატონი მაია ხუნაშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ უამრავი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენმა სკოლამ სწორედ ამ 6 წელში მიაღწია უამრავ საერთაშორისო თუ მუნიციპალურ წარმატებას. დირექტორის და მისი გუნდის თავდაუზოგავი შრომით გადავლახეთ უამრავი დაბრკოლება, რაც სკოლის შენობის ხანძრის შედეგად შეიქმნა. ერთად დავძლიეთ გაჭირვების წლები და ამ პერიოდში მოსწავლეების სასწავლო გარემოს რესურსებით აღჭურვაზე ვზრუნავდით. სწორედ ქალბატონი მაიას ხელმძღვანელობით გააქტიურდა და აქტიურ საქმიანობას შეუდგა სკოლის თვითმმართველობა, რომელიც უამრავ პროექტსა და პრეზენტაციაზე მუშაობდა ამ წლების განმავლობაში. მათ შორის გვინდა გამოვყოთ სკოლის ეზოს გამწვანების პროექტის წარმატებით განხორციელება, რომელიც ხილული თვალითაც შესამჩნევია. ერთობლივი ძალისხმევით გალამაზდა და კეთილმოეწყო სკოლის წინამდებარე ეზო, რაშიც დიდი წვლილი მოსწავლეებსა და მშობლებსაც მიუძღვით. ამჟამად იგეგმება სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა. ყველა ინფორმაცია ქვეყნდებოდა საჯარო მასშტაბით ჩვენს წარმატებებსა და ეფექტურ შედეგებზე და გვჯერა, ყველა გონიერი თვალი კარგად ხედავს და აფასებს სკოლის წარმატებებს.
მიუხედავად ყველაფრისა, მიგვაჩნია, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. სწორედ ამიტომ, ქალბატონი მაიას უშუალო ჩართულობითა და კეთილი ნებით, გვსურს წლევანდელი წლიდან მაქსიმალურად დავიწყოთ და გავზარდოთ მშობლის ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართვა საუკეთესო საგანმანათლებლო და სააღმზრდელო შედეგის მისაღწევად აუცილებელია. მშობელთა ჩართულობა არა მხოლოდ მოსწავლეთა ყოფაქცევას და დასწრებას აუმჯობესებს, არამედ დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა მიღწევებზე. მოსწავლეების მშობლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები. ასევე, უფრო კეთილგანწყობილები არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა, სურთ უფრო მეტი გააკეთონ და შექმნან ღირებული.აქედან გამომდინარე, გვსურს წარმოგიდგინოთ ახალი მეთოდი, რომელიც დაგვეხმარება სკოლის განვითარების გეგმის შედგენაში. ჩენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია მშობლის როლის გაზრდა სასწავლო პროცესში და მიგვაჩნია, რომ შედეგი მოსწავლეზე ერთობლივი ზრუნვით მიიღწევა.
სწორედ ამიტომ, შემოვიღეთ „პრობლემებისა და წინადადებების ყუთი“- ეს მეთოდი მშობლებსა და მოსწავლეებს მისცემთ საკუთარი აზრის, მოსაზრების, შეფასების ანონიმურად წარმოდგენის საშუალებას. დღეიდან ყველა მშობელსა და მოსწავლეს შეეძლება ანონიმურად გაგვიზიარონ საკუთარი მოსაზრება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს კონკრეტულ პერსონალთან, რომელიმე მასწავლებელთან თუ შინაგანაწესთან დაკავშირებით. რაც მთავარია, თითოეული მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული და წარმოდგენილი უნდა იყოს რატომ გსურთ ეს და რას შეცვლის სკოლის ცხოვრებაში, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი თქვენთვის და თქვენი შვილისთვის. ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ ყველა დასაბუთებულ თხოვნას მოყვება შესაბამისი რეაგირება. სკოლის დირექტორი აქტიურად განაგრძობს ზრუნვას ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო სასწავლო და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. მოგიწოდებთ ითანამშრომლოთ დირექციასთან და გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები.
ველოდებით თქვენს წინადადებებს.
პატივისცემით,ზემო მაჩხაანის სკოლის თვითმმარეთველობა“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება 

ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს დაეხმარა

ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციისთვის - მოსწავლის საგამოცდო დრო და ადგილი ბარათზეა მითითებული 

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეს, რომელიც კვიპროსში ფეხბურთის სათამაშოდ გაემგზავრა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

კონკურსში სამივე  საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა

სულდის საჯარო სკოლაში 3 მარტის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება