TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

5 მოსწავლე, რომელიც ატესტატის აღებამდე გამდიდრდა 
02-04-2022
-
+


მშობელთა უმეტესობა შვილების მომავალზე ღელავს, მაგრამ ხანდახან მღელვარება ზედმეტია. აღმოჩნდა რომ, საბაზრო ეკონომიკა და ინვესტირების პრინციპები მხოლოდ ზრდასრულებს არ ესმით. ჩვენ მოვაგროვეთ 5 ისტორია მოზარდებზე, რომლებიც ატესტატის აღებამდე გამდიდრდნენ. 

კრისტიან ოუენსი 


მოსწავლემ საკონსულტაციო ინტერნეტ პროექტი Branchr შეიქმნა და პირველი მილიონი 16 წლის ასაკში იშოვა. 

ბრიტანელი მოსწავლე კომპიუტერს დაწყებით სკოლაში მიუჯდა და უკვე შვიდი წლის ვებ-გვერდებს გატაცებით ქმნიდა.14 წლის ასაკ​​ში კრისტიანმა პირველი ბიზნესპროექტი შექმნა და 700 000 ფუნტი გამოიმუშავა. როდესაც კრისტიანი 16 წლის იყო, აპლიკაციების გაყიდვის პრინციპის გაუმჯობესების მიმართულებით კიდევ ერთი პროექტი - VoteBundle შეიმუშავა. მოგვიანებით კი სარეკლამო საიტი Branchr შექმნა, რომელიც სქემით - „გადახდა კლიკით“ მუშაობდა და ორ წელიწადში პირველი მილიონიც გამოიმუშავა. 

ნიკ დალოზიო



მოსწავლემ 16 წლის ასაკში 30 000 000$ გამოიმუშავა. ნიკმა iPhone-ისთვის პროგრამა დაწერა, რომელიც მომხმარებლისთვის ახალი ამბების კონტენტს ამუშავებდა. მალევე მოსწავლემ აპლიკაცია კომპანია Yahoo-ს მიჰყიდა. 

კონტრაქტი Yahoo-სთან ნიკმა ჯერ კიდევ სკოლის მერხთან მყოფმა გააფორმა, მაგრამ მალე კომპანიამ შეძენილი პროექტი დახურა. ნიკს, რომელიც პრესტიჟულ კერძო სკოლაში სწავლობდა და პროგრამირებისა და ვიდეოთამაშების შექმნისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდა, სწავლა არ მიუტოვებია. სწორედ ამ უკანასკნელმა მიაწოდა მას საძიებო სისტემის შექმნის იდეა, რომელიც სტანდარტული აგენტის მიერ გაცემულ ინფორმაციას დაამუშავებდა და მომხმარებელს ფაქტებს ლაკონურად მიაწოდებდა. როდესაც ნიკი 15 წლის იყო, მისი პირველი აპლიკაცია -Trimit უკვე App Store-ში იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით ნიკის პროექტმა ჰონგ-კონგელი ინვესტორები მიიზიდა, გარიგების თანხამ - 300 ათასი დოლარი შეადგინა. 

კემერონ ჯონსონი 


პირველი 50 000$ 12 წლის ასაკში eBay-ზე სათამაშოების გაყიდვით გამოიმუშავა. 

ცხრა წლის კემერონს საოცრად კარგად გამოსდიოდა Photoshop-ის დახმარებით მისალოცი ბარათების შექმნა. მან ღია ბარათებისა და მოსაწვევების წარმოების საკუთარი პატარა კომპანიაც მოიფიქრა. 12 წლის ასაკში სათამაშოებს ბითუმად ყიდულობდა და eBay-ზე ყიდდა, შედეგად წელიწადზე ცოტა დროში 50 000 დოლარი გამოიმუშავა. თავისი გამჭრიახობის წყალობით პირველი მილიონი კემერონმა, რა თქმა უნდა, სკოლის დამთავრებამდე დიდი ხნით ადრე იშოვა. იგი დღეს გამოჩენილი ახალგაზრდა ამერიკელების რეიტინგში საპატიო ადგილს იკავებს.

ანდრეი ტერნოვსკი 


17 წლის ასაკში პირველი 10 000 დოლარი გამოიმუშავა, როდესაც გაცნობის საიტი - Chatroulette შექმნა. როდესაც ანდრეი მე-9 კალასში იყო, მას აკადემიური წარუმატებლობისა და საგანმანათლებლო პროცესისადმი ყოველგვარი ინტერესის არქონის გამო სკოლიდან გაგდება ემუქრებოდა. დღე-ღამის გატარებას ანდრეი კომპიუტერთან ამჯობინებდა. შედეგად სულ რაღაც ორ დღე-ღამეში საიტის „ნედლი“ ვერსია შექმნა, რულეტკა -ჩათით, რომელიც ვირტუალური თანამოსაუბრის შემთხვევითი პრინციპით არჩევის საშუალებას იძლეოდა. საიტის ჩაშვებიდან მალევე მისი ყოველდღიური მომხმარებლების რაოდენობამ 500 ადამიანს გადააჭარბა, ერთ თვეში კი 50 000 შეადგინა.  

ფრეიზერ დოერტი


16 წლის ასაკში სუპერმარკეტების ქსელ Waitrose-თან მურაბებით მომარაგებაზე კონტრაქტი გააფორმა და მალე მისი ფირმის შემოსავლებმა 1 000 000$ შეადგინა. 

მოზარდმა შაქრის დამატების გარეშე მურაბის წარმოების ტექნოლოგია შეიმუშავა. 14 წლის მოზარდი კულინარიამ გაიტაცა: მას მურაბებმა დააინტერესა, რომლებსაც თავიდან ბებიის რეცეპტით ამზადებდა. ფრეიზერმა კერძო შეკვეთების მიღება დაიწყო, მალე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ მოზარდმა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონტრაქტი უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელთან გააფორმა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება