სიახლეები
სკოლები

გაიცანით, დუისის საჯარო სკოლის ახალგაზრდა გარემოსდამცველი იიმან ბორჩაშვილი 
20-08-2021
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში უამრავი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომლებიც სხვადასხვა კონკურსებსა და საგანამანათლებლო ღონისძიებებში აქტიურობით გამოირჩევიან.

სკოლის ერთერთი გამორჩეული მოსწავლე კი იიმან ბორჩაშვილი გახლავთ. იიმანი გარმოსდაცვითი საკითხებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც 2018 წელს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში ჩაერთო და მას შემდგომ, მეგობრებთან ერთად ამ საკითხში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე აქტიურად ზრუნავს.

იიმან ბორჩაშვილი ასევე  EU4Youth-SEED პროექტის ფარგლებში გამართული კონკურსის - „ახალგაზრდები თემისთვის“ გამარჯვებული გახლავთ.

კონკურსი „ახალგაზრდები თემისთვის“ ორგანიზებულია ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ CENN, Green Lane (სომხეთი) და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (საქართველო). პროექტის მიზანს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ფარგლებში, ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების გზით.

აღსანიშნავია, რომ ახალი აკადემიური წლის დაწყებასთან დაკავშირებით, კონკურსში გამარჯვებისთვის და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, იიმან ბორჩაშვილს დამატებითი პრიზი გადაეცემა. 

„2018 წლიდან აქტიურად ვახორციელებ გარემოსდაცვით აქტივობებსა და პროექტებს. ვატარებდი ტრენინგებს ნარჩენების მართვაზე, კლიმატის ცვლილებაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, წყალზე, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაზე, და ა.შ.
მჯერა, ჩატარებულმა სხვადასხვა სახის პროექტმა, აქტივობამ და დასუფთავების აქციამ ახმეტის ახალგაზრდებში დაინტერესება გამოიწვია და თავად დაიწყეს გარემოზე ზრუნვა“,- აღნიშნავს იიმან ბორჩაშვილი.

დუისის საჯარო სკოლა, იიამნს ულოცავს ამ გამარჯვებებს და სკოლის სასახელოდ კიდევ მეტ წინსწავლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება