სიახლეები
სიახლეები

„არსებობდა „არასასურველი“ დირექტორების კატეგორია... სკოლებზე ზეწოლის რისკები იზრდება“ - ISFED-ის სკანდალური ანგარიში
20-08-2021
-
+


ISFED-მ გამოაქვეყენა კვლევა, რომლის ძირითადი საკითხიც საჯარო სკოლების დირექტორები და ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებების პოლიტიზება გახლდათ საქართველოში.

ორგანიზაციის განცხადებით, „ხშირად ხდება საჯარო სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის იძულება და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენება“.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის შემოდგომიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ3 დირექტორების ნაწილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა და მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა. სამინისტრო ამ გადაწყვეტილებებს ხელშეკრულების ვადის ამოწურვით ხსნის, თუმცა, „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, გადაწყვეტილებები დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

2014 წელს, კონკურსის წესით, სკოლების სამეურვეო საბჭოების მიერ შერჩეული და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დირექტორების უმრავლესობას უფლებამოსილების ექვსწლიანი ვადა 2020 სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოეწურა. 2021 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, უფლებამოსილების ვადა 1003 დირექტორს გაუვიდა. ვადის ამოწურვის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მათი უმრავლესობა (891 დირექტორი) მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, ნაწილი (112 დირექტორი) კი არა.

ორგანიზაციამ  საჯარო სკოლების დირექტორების უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ მოვალეობის შესრულების დაკისრების პრაქტიკა და სამართლებრივი საფუძვლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლის დირექტორის მაგალითზე შეისწავლა. მათი შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილებები არათანმიმდევრული და დაუსაბუთებელი იყო, რადგან უმრავლესობა წარმატებულ დირექტორად მიიჩნეოდა.

პრობლემაა ის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდები გაურკვეველი ვადით, „ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე“ გადადო და შესაბამისად, დირექტორთა კონკურსი არ ჩატარდა. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საჯარო სკოლების ხელმძღვანელთა მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით დატოვება წინასაარჩევნოდ საჯარო სკოლების პოლიტიზების და მათზე ზეწოლის რისკებს ზრდის.

დირექტორთა შესარჩევი კონკურსი გასული წლის იანვარში დაიწყო. 2020 წლის 31 იანვარს საჯარო სკოლის დირექტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტკიცდა; ამავე დღეს გამოცხადდა  დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველი, სერტიფიცირების ეტაპის სარეგისტრაციო ვადები.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ დირექტორთა გამოცდების შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კითხვით მიმართა. საპასუხო წერილში სამინისტრომ აღნიშნა, რომ 2020 წლის მარტში დანიშნული კონკურსი არ გაუქმებულა, არამედ პროცესი პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო შეჩერდა. წერილის თანახმად, შესარჩევი კონკურსის პირველი, სერტიფიცირების ეტაპი COVID-19-ით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ იგეგმება. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო არ განმარტავს რა იგულისხმება კოვიდ-19-ით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში - უკავშირდება ეს დღიურ შემთხვევათა რაოდენობას, ვაქცინაციის პროცესს თუ პანდემიის დასრულებას.

კითხვაზე დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდების თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განმარტა, რომ სკოლის დირექტორებს, რომლებთანაც შრომითი ურთიერთობა აღარ გაგრძელდა, უფლება აქვთ საქმიანობა გააგრძელონ მასწავლებლის პოზიციაზე ან მონაწილეობა მიიღონ საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე, რომელიც სერტიფიცირების ეტაპის დასრულების შემდეგ დაიწყება.

დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდებისა და შესაბამისად, კონკურსის გაურკვეველი ვადით გადადება წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ კონკურსი განზრახ ჭიანურდება. ნიშანდობლივია ისიც, რომ საჯარო სკოლების ხელმძღვანელთა მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით დატოვება წინასაარჩევნოდ საჯარო სკოლების პოლიტიზების და მათზე ზეწოლის რისკებს ზრდის. არსებობს საფუძვლიანი რისკი, რომ მოვალეობის შემსრულებლებმა წინასაარჩევნოდ მიღებული პოლიტიკური დავალებების შესრულების ხარისხი დირექტორთა კონკურსში გამარჯვების წინაპირობად მიიჩნიონ.

ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვლინდება, რომ არსებობდა ერთგვარი „არასასურველი“ დირექტორების კატეგორია, რომლებიც მმართველი პარტიისადმი უპირობო მორჩილებაზე უარის ან/და მათი ან მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხვდნენ ამ კატეგორიაში.

„სამართლიანი არჩევნების“ კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმებისა საფუძველზე დაინიშნენ დირექტორები უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ მოვალეობის შემსრულებლებად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი მოიხმო, რომლის თანახმადაც: „მინისტრი უფლებამოსილია დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე, დირექტორის ფუნქციებს ასრულებს დირექტორის ის მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის ის თანამშრომელი, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად მითითებულია მართვის საინფორმაციო სისტემაში.“

ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება, აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებისას დაშვებულ შეცდომას წარმოადგენს და ის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ კანონიერ გადაწყვეტილებად ვერ შეფასდება. მოცემულ შემთხვევაში, არცერთ ყოფილ დირექტორს, ვინც უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ მოვალეობის შემსრულებლად არ დაინიშნა და მიზეზების გასარკვევად სამინისტროს შესაბამისი კითხვით მიმართა, სამინისტროსგან ინდივიდუალური, დასაბუთებული უარი არ მიუღია. სამინისტრო მხოლოდ ზოგადი პასუხებით შემოიფარგლნენ, რაც ცალსახად ვერ აკმაყოფილებს გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტებს. გადაწყვეტილებების დასაბუთებისას, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად.

ანგარიშს ახლავს ინდივიდუალური საქმეები, რომლებსაც დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს ანაზღაურება გაეზრდება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა

„მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... - პრემიერი განათლების სისტემაზე საუბრობს

ეროვნული გამოცდების ტესტის ფორმატთან დაკავშირებით ინფორმაცია NAEC-მა გაავრცელა 

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

„მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არიან მეგობრულები, აქვთ აქტიური კომუნიკაცია ერთმანეთთან და მასწავლებლებთან“

სკოლები

პატარებმა შემოდგომის თემაზე ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს
 ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქტივობა - „ყველა ბავშვს აქვს უფლება წიგნი იყოს მისთვის სასწაულივით“ 

აქტივობა თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო აღმოჩნდა

პატარებმა წვიმა მუსიკალურად აამღერეს, იმღერეს, იცეკვეს და იმხიარულეს
საინტერესო

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება