სიახლეები
სიახლეები

„აპელაციების გამოქვეყნების შემდეგ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რამდენი პროგრამის არჩევა შეგიძლიათ“ - აბიტურიენტების კითხვებს ნაეკი პასუხობს
20-08-2021
-
+


აბიტურიენტების აქტუალურ კითხვებს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია პასუხობს. 
 
სულ რამდენიმე დღეში აბიტურიენტები შეიტყობენ აპელაციის შედეგებს. რა დრომდე ექნებათ შესაძლებლობა, ცვლილება შეიტანონ საკუთარ გვერდზე საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში? 
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ აბიტურიენტებს, ყურადღება მიაქციონ ჩვენს ვებ- და ფეისბუკგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას. 
 
რას გულისხმობს პროგრამების ცვლილება? 
ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ აბიტურიენტს შეუძლია  წაშალოს, დაამატოს ან გადაანაცვლოს საგანმანათლებლო პროგრამა ე. წ. საკუთარ რეიტინგულ სიაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამის შესაძლებლობა მსურველებს აპელაციის შედეგების გაგების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში ექნებათ. 
 
აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, გარდა პროგრამების ცვლილებისა,  კიდევ რას უნდა მიაქციოს ყურადღება აბიტურიენტმა?
თუ აბიტურიენტი აპელაციის შედეგებს არ ელოდება, ამ შემთხვევაში მისთვის მნიშვნელოვანია გათანაბრებული და სკალირებული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება, რაც ამ პროცესის დასრულების შემდეგ ქვეყნდება. იმ საგნებში, რომლებშიც იყო ტესტის რამდენიმე ვარიანტი, გათანაბრების შედეგად ქულა შეიძლება შეიცვალოს. ამ ცვლილების შედეგად აბიტურიენტმა შესაძლოა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მაშინაც კი, თუ მას პირველადი შედეგების გამოცხადებისას არ ჰქონდა ბარიერი დაძლეული.
 
რამდენი პროგრამის არჩევა შეუძლია აბიტურიენტს?
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა თავის გავრცელებულ განცხადებებში არაერთხელ აღნიშნა, აბიტურიენტი საკუთარი არჩევნის რაოდენობაში შეზღუდული არ არის. ყოფილა შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტს 100-ზე მეტი არჩევანი გაუკეთებია და იყო შემთხვევაც, როდესაც მხოლოდ ერთი არჩევანი გააკეთა - მისთვის მხოლოდ ეს ერთი პროგრამა იყო  მნიშვნელოვანი. ცენტრი ურჩევს აბიტურიენტებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააკეთონ რეალური არჩევანი  -  გაითვალისწინონ საკუთარი შეფასება და გადახედონ კონკურსს კონკრეტულ პროგრამებზე, რისი შესაძლებლობაც მათ აქვთ. 
ხშირად გვეკითხებიან, როგორ გააკეთონ რეიტინგული ჩამონათვალი და რის მიხედვით შეარჩიონ პირველი პროგრამა? ჩემი პირადი რჩევა ასეთია: პირველი ყოველთვის დაწერეთ ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც ყველაზე მეტად გსურთ ჩარიცხვა და სწავლის გაგრძელება, შემდეგ კი შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით მიუთითოთ პროგრამები ცნობარში მითითებული ინფორმაციის გათვალისწინებით. 
 
თუ აბიტურიენტს პროგრამა პირველ ადგილას აქვს მითითებული, მაგრამ უკეთესი ქულები აქვს იმ აბიტურიენტს, რომელსაც ეს პროგრამა მეორე ან მესამე ადგილას უწერია, ვის მიენიჭება უპირატესობა ჩარიცხვის დროს?  
იმ შემთხვევაში, თუ ერთ აბიტურიენტს აქვს მეორე აბიტურიენტზე მაღალი ქულები, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი პირველ და მეორე ადგილზე ჩასარიცხად, სისტემა პირველ რიგში განიხილავს მაღალქულიანი აბიტურიენტის ჩარიცხვის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული პროგრამა მას,  ვთქვათ, მესამე  ადგილზე ჰქონდა მითითებული. ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილეს ქულა ეყოფა პირველ არჩევანზე ჩასარიცხად, მომდევნო არჩევანზე მისი ჩარიცხვა აღარ განიხილება.
 
თუ აბიტურიენტმა ჩააბარა მათემატიკაც და ისტორიაც და ერთ-ერთ საგანში ვერ გადალახა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, რა უნდა გაითვალისწინოს მან საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას? 
ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა კარგად უნდა გადაამოწმოს არჩევანი და ჩამონათვალში დატოვოს მხოლოდ ის პროგრამები, სადაც ჩაირიცხება იმ საგნით, რომელშიც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.  
 
დამატებით რას ურჩევდით აბიტურიენტებს? 
აბიტურიენტებს ვთხოვ ყურადღება მიაქციონ მათთვის განკუთვნილ ცნობარში მოცემულ ინფორმაციას. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ამ დოკუმენტში ასახულია ყველა ის ცვლილება, რომლებიც განხორციელდა რეგისტრაციის დაწყებიდან (ვგულისხმობ ინფორმაციას აკრედიტაციის შესახებ). 
ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილები, რომლებშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და სწავლის საფასური, თუ რომელ ქალაქში ხორციელდება ესა თუ ის პროგრამა და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო პროცესის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი წინ არის. ამიტომ  აბიტურიენტებს ვურჩევ აუცილებლად გადაამოწმონ საკუთარი არჩევანი და რაც  ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაივიწყონ ნებისმიერი ცვლილების დამახსოვრება.
 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ? 

ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება