მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ვაქცინაციის თემა გააქტიურდა, რთული ეპიდვითარების მიუხედავად, მოქალაქეთა ნაწილი აცრას ეწინააღმდეგება. ამ საკითხებზე სახალხო დამცველმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამსაქმებლებს უფლება აქვთ, დასაქმებულს/ მომხმარებლებს მოსთხოვონ სრული ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის სისტემატურად წარმოდგენა - ეს ნამდვილად არ არის დისკრიმინაცია, მათ შორის განათლების სფეროშიც.
„სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა მოქალაქემ მოგვმართა კითხვით, არღვევს თუ არა პირის უფლებებს ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის ვალდებულება შრომით ურთიერთობებში, მომსახურების, ჯანდაცვის, განათლების სფეროებში. შევისწავლეთ საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ეროვნული კანონმდებლობა ადამიანის უფლებების ჭრილში და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში როგორიცაა – ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, განათლება, საჯარო სამსახური – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს უფლებების შემლახავ პრაქტიკას.
დამსაქმებლებს უფლება აქვთ დასაქმებულს ან მომხმარებლებს მოსთხოვონ სრული ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის სისტემატურად წარმოდგენა. აღნიშნული წესები უნდა ითვალისწინებდეს გამონაკლისებს (მაგალითად, სამედიცინო ცნობა ვაქცინაციის მიზანშეუწონლობის თაობაზე).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება