მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის მასშტაბით ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის 5 ე.წ.ინტერვიუს ოთახი გაიხსნა, რომელიც დედაქალაქში მცხოვრებ არასრულწლოვნებს დაეხმარება, - ამის შესახებ კახა კალაძემ მთვრობის სხდომაზე განაცხადა.
„ინტერვიუს ოთახები“ ფსიქოლოგებისთვის სამგორის რაიონის N16, გლდანის რაიონის N14, ჩუღურეთის რაიონის N119, საბურთალოს რაიონის N73 და კრწანისის რაიონის N191 ბაგა-ბაღში გაიხსნა.
„შეიქმნა „სოციალური მზრუნველობის სააგენტო“, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თბილისში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე ზრუნვაა. ე.წ ინტერვიუს ოთახი ფსიქოლოგს საშუალებას აძლევს, არასრულწლოვანს გაესაუბროს გარე პირებისგან იზოლირებულად, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში, გამოიყენოს სპეციალური ინვენტარი - გასართობი და სააზროვნო თამაშები. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ არასრულწლოვანს, რომელსაც სჭირდება მსგავსი თანადგომა, მხარდაჭერა. სერვისის მიღება შესაძლებელია როგორც ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზზე 111-ზე ზარით, ასევე სააგენტოს სოციალური მუშაკების დახმარებით, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას მსგავსი საჭიროების მქონე ბავშვების იდენტიფიცირებაზე,“- განაცხადა კალაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.