მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გიორგი გორდეზიანი, ის 19 წლის ბიჭია, რომელმაც ტეხურაში ბავშვები დახრჩობას გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა. ის ჩვენი დროის გმირია, რომელმაც სხვისი სიცოცხლე იხსნა საკუთარის სანაცვლოდ, არადა ცურვაც არ სცოდნია. სოციალურ ქსელში ვასილ ბესელიას პოსტი გავრცელდა, რომელიც მან გიორგის მიუძღვნა და etaloni.ge მას უცვლელად გთავაზობთ:
„გიორგი, ტეხურაში ყინული უკვე ჩავარდნილი იყო და ტყვიასავით მძიმე იყო წყალი...
გიორგი, შენ ცურვაც არ იცოდი, ბიჭო! არც საბანაოდ ყოფილხარ წასული! წყლის გეშინოდა!
შენ თვალწინ მდინარეში უცაბედად გადავარდნილი ბავშვები წყალმარჩხამდე აყურყუმალავა დინებამ და ნაპირზე გამორიყა! ღმერთმა ისინი შენი თავგანწირვის სანაცვლოდ გადაარჩინა!
შენ არ გიყვირია - გვიშველეთო, ამის დრო არ გქონდა, არც ის გაგხსენებია, ცურვა რომ არ იცოდი, ბავშვები იხრჩობოდნენ და გადახტი! წამის დაგვიანება არ შეიძლებოდა და პირდაპირ უკვდავებაში გადაეშვი!
გიორგი, 19 წლის ასაკში შენ მამულის სიყვარულსა და სიკეთეს შეწირული გმირების ამალას შეუერთდი, რადგან სამშობლო, სიყვარული და სიკეთე სხვა არაფერია, ბაბუ, გარდა იმ ბავშვებისა და ხალხისა, ახლა ცრემლებით რომ იხრჩობიან!
ასე იქცეოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები და შენც იმათი მოდგმისა და ჯიშისა ხარ!
ღვთის კაცი იყავი და იქ წახვედი, სადაც შენნაირი მართლები ბინადრობენ! ზაფხულის არდადეგებზე მუშაობდი, კომპიუტერი უნდა ვიყიდოო... სკოლა დაამთავრე და ახლა საკონტრაქტო ჯარში წავალ, ფულს დავაგროვებ და ვისწავლიო... რა ნათელი გონება გქონდა, ეს მე უნდა მკითხონ და შენს ცრემლშეუმშრალ მასწავლებლებს...
შენს დედ-მამას ერთი მარადიული ნუგეში არგუნა ღმერთმა - ისინი გმირის მშობლები არიან!
გმირებს გლოვა არ უხდებათ, თაყვანისცემაა მათი არჩივი!
შენი ტოლებიც დაბერდებიან და ჩვენი ძვალიც არ იქნება მიწაში, შენ კი, მუდამ ახალგაზრდა, იდგები იქ, ტეხურის პირას, წკიპზე შემართული სხვისი და შენი სიცოცხლის გადასარჩენად“!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.