მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლო წლებში საშუალო განათლების მიმღები მოსწავლეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ 2010 წელს 12 კლასი 61 196-მა მოსწავლემ დაასრულა (აქედან 29 941 გოგო, 31 255 ბიჭი), 2020 წლისთვის ეს რიცხვი მნიშვნელოვნად, 22 944-ით შემცირდა და 38 252-ს (18 659 გოგო, 19 593 ბიჭი) შეადგენს.
რთული სათქმელია, რამ განაპირობა საშუალო განათლების მიმღებთა ასე მკვეთრად შემცირება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა მცირე ნაწილი ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებზე აგრძელებს სწავლას, რაც მათ საშუალებას აძლევს, პროფესიის დაუფლებასთან ერთად მიიღონ საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტიც.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, საბაზო საფეხური 2010 წელს 56 404-მა მოსწავლემ დაასრულა, აქედან 27 127 გოგონა იყო, 29 277 კი - ბიჭი. ბოლო მონაცემებით, საბაზო საფეხურის მოსწავლეთა რაოდენობაც შემცირებულია. 2020 წელს 9 კლასი 50 302-მა მოსწავლემ დაამთავრა, აქედან 23 869 გოგო იყო, 26 433 - ბიჭი.
ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, იქამდე, სანამ მოსწავლე საბაზო საფეხურის განათლებას არ მიიღებს, მისი სკოლიდან გარიცხვა დაუშვებელია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.