მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა გამოცდის შედეგებს ეტაპობრივად აქვეყნებს.
უკვე ცნობილია ქულები დაწყებითი საფეხურის საგნებში (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება I-IV), ასევე ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. ასევე ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII), მათემატიკაში (VII-XII), ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში, პროფესიულ უნარებში, მუსიკასა და ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში.
მასწავლებლები საკუთარი ნაშრომების შეფასებით უკმაყოფილებას გამოხატავენ და გასაჩივრებას გეგმავენ. გამოცდაზე გასულები ერთმანეთში აზრებს ცვლიან და ამბობენ, რომ დავალებები, სადაც პედაგოგთა მსჯელობა ჩანდა ან ღია კითხვაზე პასუხს მოითხოვდა, ნაკლებად აქვთ შეფასებული, ვიდრე იმსახურებდნენ.
ბევრი პედაგოგი აღნიშნავს, რომ მათ 1,2 ან 3 ქულა დააკლდათ, რაც შესაძლოა, გამსწორებლის სუბიექტური შეფასების მიზეზი იყოს, ამიტომ ისინი აპელაციას გეგმავენ.
მასწავლებლები გამოცდებზე მიღებული ქულების გასაჩივრებას მას შემდეგ შეძლებენ, როდესაც ყველა საგნის შემდეგ უფროსი სპეციალური მასწავლებლების შედეგებიც გახდება ცნობილი.
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შედეგები კი იგვიანებს. აღნიშნული გამოცდა წელს პირველად ჩატარდა და მასზე 2774 აპლიკანტი დარეგისტრირდა.
ტესტები და შეფასების სქემები
იხილეთ ასევე:
მასწავლებლების გამოცდების შედეგები და შეფასების სქემები გამოქვეყნდა - ყველა დეტალი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.