სიახლეები
ინტერვიუ

„ყოველ წელს გამოცდებიდან მასწავლებლების ბევრად დახვეწილი ნაშრომები მოდის“ - თბილისის N107 საჯარო სკოლის დირექტორი, მარინე დემეტრაშვილი
27-08-2021
-
+


თბილისის N107 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლიდან ნებისმიერი ტიპის სწავლებისთვის მზად არის. ამის შესახებ სკოლის დირექტორმა, მარინე დემეტრაშვილმა მოგვახსენა. მისვე თქმით, თუ სურვილია იმის, რომ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს, უნდა აიცრას, როგოც მასწავლებელი, ასევე მშობელი და 12 წლის ზემოთ ბავშვებიც.

მარინე დემეტრაშვილი: ვფიქრობ, სწავლა დისტანციურად დაიწყება და თუ საკლასო ოთახებში დაბრუნების სურვილი გვაქვს, საყოველთაო ვაქცინაციაში უნდა ჩაერთოს ყველა. სჯობს 12 წლიდან ბავშვებიც აცრან, რადგან მარტო მასწავლებლის აცრა ვერ შეაჩერებს ამ პროცესს. ბავშვებიც და მშობლებიც უნდა აიცრან. ჩვენი სკოლა აქტიურადაა ვაქცინაციის პროცესში ჩართული, თავადაც ორივე დოზით აცრილი ვარ. სწავლის დაწყებისთვის მასწავლებლების 80 პროცენტამდე სრულიად იქნება ვაქცინირებული.

მგონია, რომ თუ ბავშვებიც აიცრებიან, მაშინ განახლდება სწავლა სკოლის შენობაში. ზოგადად, მოზარდებისგან ხშირად ხდება ვირუსის გავრცელება.  

- დისტანციური სწავლებისთვის მზად არის სკოლა?

- მზად არის ნებისმიერი ტიპის სწავლებისთვის, მათ შორის დისტანციური. თუმცა გვყავს რამდენიმე ბავშვი,   სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახიდან და ტექნიკის, ინტერნეტის პრობლემა აქვთ. მათ შესახებ რესურსცენტრს უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია.

დისტანციური სწავლება დაიხვეწა, გამოცდილებაც საკმარისი დაგვიგროვდა და ვფიქრობ, რიგი პრობლემების გარეშე წარიმართება ეს პროცესი, თუ, რა თქმა უნდა, ამ ფორმატით მოგვიწევს მუშაობა. წინა წელს ყველა სკოლა მოუმზადებელი შეხვდა ონლაინ-სწაავლებას, რადგან სიახლე იყო. ახლა უკვე ბევრი რამ ვისწავლეთ. უბრალოდ, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც  ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში, კარგი იქნება თუ სახელმწიფო დონეზე შემუშავდება ერთიანი მექანიზმი.  

- მესამე თაობის ახალი ეროვნული გეგმის დანერგვის პროცესში ჩართულები ხართ და როგორ ფიქრობთ, რამდენადაა რეალურად შესაძლებელი მისი პრაქტიკაში გადმოტანა?

- ვფიქრობ, მიღწევადი და რეალურია ის, რასაც პროექტი მოიცავს და მოითხოვს. ყველა სკოლაზე ინდივიდუალურად არის მორგებული და შესაძლებლობა გვაქვს ჩვენი საჭიროებიდან გამომდინარე, მოვარგოთ სკოლას აღნიშნული მოდელი. თუმცა, აქაც ტექნიკის პრობლემას ვაწყდებით -  კომპიუტერების და ინტერნეტის. საკუთრი სახსრებით შევიყვანე ინტერნეტი კომპიუტერების ოთახში. როცა ამ მოდელით არის სწავლება, თითქმის ყველა საკლასო ოთახშია საჭირო ინტერნეტი, ასევე კომპიუტერიც. წელს ელექტრონულ ჟურნალზე გადავდივართ და ტექნიკური თვალსაზრისით, სირთულე გვექნება.

- ანუ კომპიუტერების დეფიციტია სკოლაში?

- „ბუქებს“ ურიგებენ პირველ კლასში ბავშვებს, მაგრამ  ის, რომ ყველა ოთახში კომპიუტერი და ინტერნეტი გვქონდეს, სამწუხაროდ, არ არის ხელმისაწვდომი.

- ელექტრონულ ჟურნალზე მუშაობა გაუჭირდათ მასწავლებლებს?

- ნორმალურად მიმდინარეობდა მუშაობის პროცესი. წინა წელს ორივე ჟურნალი გვქონდა, როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური. ელექტრონულ ჟურნალზე მუშაობას უკვე მიჩვეულები არიან და ჩვენთვის ეს სირთულეს აღარ წარმოადგენს.

- სასკოლო კულტურაზე, როგორ აისახა „ახალი სკოლის მოდელი“ ?

- დადებითად და  ნამდვილად შეინიშნება ურთიერთთანამშრომლობა. თუმცა, ამ მხრივ არც აქამდე ვუჩიოდით რამეს, ისედაც მეგობრული კოლექტივია. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, უფრო მეტად მოხდა კათედრების და თანამშრომლების დაახლოება.

- როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მასწავლებლებს აღნიშნული რეფორმის მიმართ?

- ჩემს სკოლაში არ ყოფილა ნიჰილისტური განწყობა, ყველას აქვს მიმღებლობა. დიდი მონდომებით გააკეთეს კომპლექსური დავალებები და იმუშავეს ბავშვებთან, თავადაც ვესწრებოდი ამ პროცესს და ნამდვილად კარგად გაართვეს თავი.

- რამდენად რთული იყო გასული სასწავლო წელი პედაგოგებისთვის?

- რთული იყო ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. აპრილში რიგითი ტესტირების დროს 13 თანამშრომელი დაინფიცირდა და 2 მასწავლებელი, სამწუხაროდ, გარდაგვეცვალა. ეს დიდი დარტყმა იყო კოლექტივისთვის, ასეთ პირობებში გვიწევდა მუშაობა. ჩვენთვის რთული აღნიშნული მდგომაროება იყო, თორემ მასწავლებლების კვალიფიკაცია - არა. ძალიან მონდომებულები იყვნენ და დაუზარელად ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას.

ჩვენს სკოლაში ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ბავშვებიც არიან. ამ მხრივ, კიდევ უფრო მეტი მუშაობა უწევდათ მასწავლებლებს. ამ ბავშვების მშობლებთანაც რთულია კონტაქტი, რადგან ქართული არ იციან და მათ შორის, არც - რუსული. 

- ამ ყველაფრის ფონზე , რამდენად დაფასებულია მასწავლებლის პროფესია?

- პედაგოგების ოჯახში ვარ გაზრდილი, მამაც სკოლის დირექტორი მყავდა და ძალიან მიყვარს ეს პროფესია. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული, ვიდრე დღეს არის. თუმცა, ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა. მასწავლებლებმა აიმაღლეს სტატუსები, რაც მათ ანაზღაურებაზეც დადებითად აისახა.  

- ტრენინგების მიმართ მიმღებლობა რამდენად აქვთ მასწავლებლებს?

- პირადად სამოქალაქო განათლებას ვასწავლი და ყოველთვის ვცდილობ ტრენინგებზე დასწრებას. დღესაც კი დავრეგისტრირდი ერთ-ერთ მათგანზე. თითოეული ტრენინგიდან ერთი-ორი ახალი ამბავი რომ გავიგო, ჩემთვის უკვე მნიშვნელოვანია, რადგან მასზე ვაგებ სხვა რამეს. ვფიქრობ, ტრენინგი დროის დაკარგვა ნამდვილად არ არის. ჩემს მასწავლებლებსაც ხშირად ვეუბნები ამას და თავადაც აქვთ მიმღებლობა. ჩვენი პროფესია ისეთია, მუდმივად თუ არ განვითარდი, ისე წინ ვერ წახვალ. „გუგლის“ სამყაროში ვცხოვრობთ და ინფორმაციის მიღება ბავშვებისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს, ახლა მთავარი ამ ინფორმაციის გადაცემა და მათი უნარების განვითარებაა. სწორედ ამიტომ, ტრენინგები მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  

- მასწავლებლების გამოცდების შედეგები დაიდო და თქვენთან რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

- ჩვენს სკოლაში ყველა მასწავლებელს აქვს სტატუსი. ჩემი აზრით, ეს გამოცდები საჭიროა. როგორც კი ჩემს საგანში გამოცდა დაინიშნა, პირველივე წელს გავედი. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაღალი ქულები მქონდა დაგროვებული და „ნაეკმა“ ნაშრომების გამსწორებელი მიმიწვია. ყოველ წელს ვთანამშრომლობ მათთან. საკუთარი გამოცდილებით, ხშირად ვეუბნები მასწავლებლებს, რომ არ ინერვიულონ, როცა ცოდნა გაქვს, მისი რეალიზება ნამდვილად არ არის რთული.

- როგორი ნამუშევრები მოდის თქვენამდე და უმჯობესდება თუ არა წლიდან-წლამდე შედეგები?

- უმჯობესდება და ყოველ წელს გამოცდებიდან მასწავლებლების ბევრად დახვეწილი ნაშრომები მოდის. ამას სხვებიც აღნიშნავენ, ნამდვილად იგრძნობა დადებითი დინამიკა.

- სოცმუშაკები შემოვიდნენ თქვენს სკოლაში? რამდენად ხედავთ მათ საჭიროებას?

- შემოვიდნენ და აუცილებელია მათი სკოლაში ყოფნა - არიან ისეთი ბავშვები, ვისაც სჭირდებათ მათი დახმარება. ჩვენ გვაქვს მათთან თანამშრომლობის გამოცდილება - კარგად დასრულდა ყველაფერი.

- საინტერესოა რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

- ეკონომიკური დავამთავრე წითელ დიპლომზე და მაინც სკოლისკენ გამომიწია გულმა, თუმცა მენეჯმენტის მხრივ ძალიან მეხმარება ჩემი პროფესია. მიყვარს ბავშვები, სკოლა, თან ოჯახის ტრადიციაც იყო. მყავს ორი შვილი, უფროსი მათემატიკოსი, კომაროვის სკოლა დაამთავრა და არაერთ გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. უმცროსი - ექიმია, რძალიც იგივე პროფესიის არის. ასევე მყავს პატარა შვილიშვილი.

- პედაგოგობის გამოცდილება გეხმარებათ სკოლის მართვაში?

- ნამდვილად მეხმარება. სულ ვამბობ, ის ვისაც პედაგოგობის გამოცდილება არ აქვს, როგორ მართავს სკოლას?! თუ გაკვეთილი არ ჩაგიტარებია, როგორ უნდა შეაფასო მასწავლებელი, როცა მას გაკვეთილზე დაესწრები? ვფიქრობ, რთული იქნება ამ დროს კავშირის დამყარება. ჩემი აზრით, აუცილებელია დირექტორი იყოს მასწავლებელი, თუნდაც ყოფილი. თავად საგაკვეთილო საათები დღემდე მაქვს და ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებს.

- საგაკვეთილო საათებიც უნდა ჰქონდეს დირექტორს, როგორ ფიქრობთ?

- აუცილებელი, როგორც ასეთი არ არის, მაგრამ კარგია. მე ეს მეხმარება იმაში, რომ უკეთ გავიცნო ბავშვები და უფრო მეტი გავიგო მათ პრობლემებზე. მერე დახმარებასაც მარტივად შევძლებ. საკლასო ოთახში ბავშვებთან ურთიერთობა საშუალებას მაძლევს მეტად გავიაზრო სკოლის საჭიროებები და პრობლემები.

- თქვენი აზრით, როგორი დირექტორი ჰყავს N107 საჯარო სკოლას?

- არ ვიცი, ამაზე ალბათ, თავად სკოლაში უნდა გიპასუხონ. კარგი ურთიერთობა მაქვს ყველა მასწავლებელთან, თავის ქებაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ხშირად მეუბნებიან: ყველას მოსაწონი დირექტორი არასდროს არ გვყოლია და ამას, როგორ ახერხებთო. მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მაქვს აქცენტი გაკეთებული -  მინდა ლამაზი და კომფორტული გარემო იყოს სკოლაში. პირობა დავდე, როგორც შევძლებდი მოვაწესრიგებდი სკოლის შენობას.

- და, მაინც რატომ დირექტორობა?

- ვიფიქრე მეტი შემეძლო ვიდრე მასწავლებელს და მინდოდა, სასიკეთოდ შემეცვალა სკოლაში ბევრი რამ, ჩემი ცოდნა, უნარები მაქსიმალურად სკოლისკენ მიმემართა. ჯერჯერობით მგონი, კარგად გამომდის, თუ მივხვდები რომ ვეღარ ვაკეთებ სათანადოდ ამ საქმეს, ჩემთვის სტატუსის და სკამის დათმობა პრობლემას არ წარმოადგენს - მაშინვე გადავაბარებ სხვას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება