მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. იგი ფაიზერის მეორე დოზით ბათუმში აიცრა.
ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის მოადგილემ პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა 46% ვაქცინირებულია. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ეკატერინე დგებუაძემ თითოეულ მასწავლებელს მადლობა გადაუხადა.
„პანდემიის პირობებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს გარანტი მხოლოდ სასკოლო საზოგადოების ვაქცინაციაა, ამიტომ აუცილებელია მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ყველა რგოლი ჩაერთოს. ამით თითოეული ჩვენგანი ხელს შევუწყობთ პანდემიის სწრაფად დასრულებას“,- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
განათლების სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს თბილისსა და რეგიონებში. საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც სასურველი ვაქცინით აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც