სიახლეები
საინტერესო

ვინ არიან მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე ჭკვიანი ბავშვები?
04-09-2021
-
+


ყველას გვაქვს რაღაც დაფარული ნიჭი, რომლის შესახებაც ბევრი ღრმა სიბერეშიც ვერ იგებს, თუმცა არსებობენ გამონაკლისები. დღეს მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე ჭკვიან ბავშვებს გაგაცნობთ, რომლებმაც არამხოლოდ საკუთარი ნიჭი აღმოაჩინეს, არამედ ძალიან დიდ წარმატებებსაც მიაღწიეს და მსოფლიო მათ ნამდვილ გენიოსებად თვლის.

პრიანში სომანი (Priyanshi Somani)



პრიანში წარმოშობით ინდოეთიდან არის და ცნობილია, როგორც „ადამიანი გამომთვლელი“. მან არითმეტიკული გამოთვლები ჯერ კიდევ 1 წლის ასაკში დაიწყო და გონებრივ არითმეტიკაში მსოფლიო თასი აქვს მოგებული. ის ასევე პოგოს საოცარ ბავშვთა ჯილდოს მფლობელი გახლავთ, გარდა ამისა მის სახელს გინესის რეკორდებისა და ლიმკას მსოფლიო რეკორდების წიგნებში შეხვდებით.

გრეგორი რ სმიტი (Gregory R Smith)



გრეგორი, 1990 წელს დაიბადა. გაგიკვირდებათ და ნობელის პრემია მან ერთი წლის ასაკში მიიღო, ხოლო 14 წლისას უკვე უთვალავი წიგნი ჰქონდა წაკითხული და დამახსოვრებული. გრეგორი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც მაგისტრის ხარისხი აქვს მოპოვებული, რადგან მან უნივერსიტეტში 10 წლის ასაკში ჩააბარა. იგი მოძრაობა, International Youth Advocates-ის დამფუძნებლად ითვლება, რომელიც მსოფლიო ახალგაზრდებში მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს.

აელია ანდრე (Aelia Andre)



აელია, 2007 წელს დაიბადა და თავისი ნახატებით მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ბავშვად ითვლება. მან ხატვა ცხრა თვის ასაკში დაიწყო და საკუთარი შემოქმედება მსოფლიოს პირველად ორი წლის ასაკში უჩვენა. მისი გამოფენები ნიუ-იორკის მუზეუმებში მოეწყო. აელიტა მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ჭკვიან მოზარდად ითვლება.

აკრიტ იასვალი (Akrit Jaswal)



აკრიტ იასვალი ინდოეთში დაიბადა და ყველაზე ჭკვიან ბავშვად ითვლება, რადგან მისი IQ 146-ს შეადგენს. პირველად პოპულარობა 7 წლის ასაკში მოიპოვა, როდესაც შემთხვევით „ქირურგიული“ ოპერაცია ჩაატარა. მისი პაციენტი მეზობლის 8 წლის გოგონა იყო, რომელიც ხელის დამწვრობით იტანჯებოდა. ბიჭმა, რომელსაც შესაბამისი ხელსაწყოები არ ჰქონდა, ყველაფერი იღონა გოგონას დასახმარებლად და ხელი გადაურჩინა. ამ ისტორიის შემდეგ აკრიტი სასწვლებლად Chandigarh College-ში წავიდა და იგი ინდოეთსი ყველაზე პატარა სტუდენტად ითვლება.

კიმ უნგ-იონგი (Kim Ung-Yong)



კიმ უნგ იანგი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ჭკვიანი ბავშვების სიაში პირველ ადგილზეა. დაიბადა 1962 წლის 8 მარტს კორეაში.  იგი გინესის რეკორდსმენად ითვლება, რადგან მისი IQ 210-ს შეადგენს. 3 წლისას უკვე თავისუფლად შეეძლო იაპონურ, კორეულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე კითხვა. ხუთი წლისას მას უკვე ყველაზე რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნა შეეძლო. 7 წლის ასაკში NASA-სთან ითანამშრომლა,  15 წლისას უკვე დოქტორის ხარისხი ჰქონდა მოპოვებული.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება