მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის ყველა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და სასურველ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ინფორმაციას ამის შესახებ თავად სკოლა ავრცელებს. სკოლაში ულოცავენ კურსდამთავრებულებს და მომავალშიც წარმატებას უსურვებენ.
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა სიხარულით გაცნობებთ, რომ გასული მე-12 კლასიდან ყველა მოსწავლე რომელიც გასული იყო ერთიან ეროვნულ გამოცებზე წარმატებით დაძლია ბარიერი და ჩაირიცხა მისთვის სასურველ უნივერსიტეტში. ასევე უნდა გითხრათ რომ მოხვდნენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ეგრეთ წოდებულ უფასო ფაკულტეტებზეც. სადაც შეგახსენებთ რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალია. სკოლის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ულოცავს ყოფილ მოსწავლეებს და ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებს. დაე სამშობლოსათვის წარმატებები მოეტანოთ“,-წერია მოწოდებულ ინფორმაციაში.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საბოლოო შედეგები დღეს გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა