სიახლეები
სიახლეები

„მჯერა, ჩემი ბავშვები ღირსეულად მოიპოვებენ საქვეყნო მნიშვნელობის კლასის ტიტულს“ - ბელა ხეცურიანი
30-08-2021
-
+


რამდენიმე წლის წინ, როდესაც ინოვაციურმა პორტალმა izrune.ge-მ დღის სინათლე იხილა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პანდემიურ პერიოდში მოგვიწევდა ცხოვრება და ყველაფერი - მათ შორის საგანმანათლებლო სფეროც ონლაინ-რეჟიმში გადავიდოდა. სწორედ ამ რთული ეპიდვითარების დროს, izrune.ge-მ თავისი ხმამაღალი, მომავალი თაობების განათლებაზე ორიენტირებული განაცხადი გააკეთა და დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მზრუნველი პროექტის დახმარებით, ყველა იზრუნელი ონლაინ-სწავლებას მომზადებული შეხვდა.

სამწუხარო ისაა, რომ პანდემია ჯერჯერობით არსად წასულა და ასეთ დროს, განათლების კუთხით უმნიშვნელოვანესია ისეთი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ეს წინსვლასა თუ წარმატების მიღწევაში აუცილებლად დაეხმარება.

izrune.ge მუდმივად ზრუნავს, ბავშვებისთვის განათლების მიღება იყოს ბედნიერების მომნიჭებელი, ყოველ იზრუნელს ჰქონდეს მოტივაცია - უკეთ ისწავლოს, მიიღოს მეტი ცოდნა და იყოს წარმატებული. სწორედ ამის დასტურია პროექტი - „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასი“, რომელიც „ეტალონის“ მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალტექნოლოგიური IZRUNE.GE-ს პოტენციალის დამსახურებით, ღირსეულად შეასრულებს თავის მთავარ დანიშნულებას - მოსწავლეებს ექნებათ წარმატებისკენ სწრაფვის მოტივაცია, მათი ოჯახის წევრები კი ნათლად დაინახავენ შვილების სამომავლო პერსპექტივებს.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიღწევა კლასების წარმატებული, გამოცდილი და რაც მთავარია გულისხმიერი დამრიგებლების თანამოაზრეობითაა შესაძლებელი. დღეს გვინდა, ერთ-ერთი მათგანი - ქუთაისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი, ბელა ხეცურიანი წარმოგიდგინოთ, რომელიც პროექტის მნიშვნელობასა და izrune.ge-ს როლზე ბავშვების განათლებაში, თავად გვიამბობს.

- მოგესალმებით, ქალბატონო ბელა, გვიამბეთ, როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის; რა განწყობა აქვთ თქვენს მოსწავლეებს?

- მიუხედავად პანდემიისა, დღეს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა,  ჩვენ ერთმანეთთან კავშირი არ გაგვიწყვეტია, მუდმივად ვსაუბრობთ, ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ... გამოგიტყდებით, ბავშვებს აქვთ დიდი მოლოდინი, რომ სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება, თუმცა იმასაც აცნობიერებენ, რომ ახლა რთული ვითარებაა და ამიტომ, მზად არიან ონლაინ-გაკვეთილებისთვისაც.

- ეს ყველაფერი მათ მოტივაციაზე უარყოფითად ხომ არ მოქმედებს?

- ძალიან აქტიური ბავშვები არიან, სასწავლო პროცესში დიდი ინტერესით ერთვებიან და ჩვენც მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს... ჯერ კიდევ შარშან, მოტივაცია რომ არ დაეკარგათ, ონლაინ-პროექტებში მუდმივად მონაწილეობდნენ, izrune.ge-ს ტესტირებას მუდმივად გადიოდნენ; გარდა ამისა, თავად ვიგონებდით სხვადასხვა პროექტს... მთავარი იყო, ბავშვებს ხალისი და სწავლის სურვილი არ დაეკარგათ და ჩვენ ეს ნამდვილად შევძელით, როგორც სხვა პროექტების, ისე „ეტალონისა“ და izrune.ge-ს დახმარებით... გარდა ამისა, მათი ყველა აქტიურობა ოპერატიულად შუქდებოდა Etaloni.ge-ს საშუალებით, რაც ბავშვების მოტივაციის კიდევ ერთი განმაპირობებელია.

- ახლა „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასზე“ მიამბეთ, რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს მოსწავლეებს, როდესაც მის შესახებ შეიტყვეს?

- საოცარი ენთუზიაზმით განეწყნენ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა არდადეგებია და ჯერ კიდევ ისვენებენ; ძალიან გაუხარდათ და აქვთ მოლოდინი, რომ მეტი ჩართულობით, მეტ წარმატებას მიაღწევენ. მინდა, „ეტალონს“, izrune.ge-სა და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს დიდი მადლობა ვუთხრა ასეთი საოცარი პროექტებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები წარმატებას მიაღწევენ; პასუხისმგებლობა ნამდვილად არ აკლიათ, არიან უაღრესად მოტივირებულები და დარწმუნებული ვარ, ისინი მოიპოვებენ საქვეყნო მნიშვნელობის კლასის წოდებას, რაც საამაყო და ამავე დროს საპასუხისმგებლოა. ვიცი, ისინი შეძლებენ იყვნენ წარმატებულები როგორც პროექტში, ისე ცხოვრების ყველა ეტაპზე.

- თქვენთვის, როგორც დამრიგებლისთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- ესაა მეტი პასუხისმგებლობა... მათი მაქსიმალური ჩართულობა მნიშვნელოვანია, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს კონტროლის მექანიზმით - ყველაფერი ხომ ბავშვების სურვილზეა დამოკიდებული. ჩემი მხრივ, ძალისხმევას არ მოვაკლებ, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთრი შესაძლებლობები და მართლაც ღირსეულად მოიპოვონ „საქვეყნო მნიშვნელობის კლასის“ ტიტული. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა, ამ ახალი გამოწვევისა და საინტერესო პროექტისთვის.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ? 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება