სიახლეები
ეტალონი

„ხულოს ეტალონი მოსწავლე“ მერვეკლასელი მარად მელაძე გახდა
23-01-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „ხულოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ბადრი მელაძე, რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე, დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

„ხულოს ეტალონი მოსწავლე“ ირემაძეების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარად მელაძე გახდა. 

მარად მელაძე Etaloni.ge-სთან საუბრისას გამარჯვებით გამოწვეულ ემოციებს ვერ მალავს: 


„ისეთი გახარებული ვარ, ემოციებს ვერ ვმალავ. ასეთ წარმატებას არ ველოდი. „ეტალონმა“ თავდაჯერებულობა შემმატა და სწავლისთვის უფრო მოტივირებული გამხადა.“

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის გოჩა მელაძის თქმით, „ეტალონი“ ცოდნისა და ინტელექტის ზეიმია: 

„ეტალონი“ ცოდნისა და ინტელექტის ზეიმია. თითოეულ მოსწავლეს ვულოცავ პროექტში მონაწილეობას, განსაკუთრებით კი პატარა გამარჯვებულით ვარ ამაყი. მარად მელაძე მერვეკლასელია. პროექტის ავტორსა და წამყვან გოჩა ტყეშელაშვილს დიდ მადლობას ვუხდი გაწეული შრომისთვის და წარმატებებს ვუსურვებ. „ეტალონი“ არის ქართული საქმე და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე.“

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ჯუმბერ დიმიტრაძის თქმით, ინტელექტ-შეჯიბრი ახალგაზრდებში სწავლა-განათლების პოპულარიზაციას უწყობს ხელს:

  
„გამომდინარე იქიდან, რომ მაღალმთიან რაიონებს ნაკლებად აქვთ წვდომა მსგავსი ტიპის პროექტებთან, „ეტალონი“ არის ჩვენთვის აუცილებელი პროექტი. ინტელექტ-შეჯიბრი ადგილზე მისვლით ხელს უწყობს ახალგაზრდებში სწავლა-განათლების პოპულარიზაციას. მოსწავლეების წახალისება სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. „ეტალონი“ სტიმულია მათთვის. მთელი მუნიციპალიტეტი მადლიერია ამისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ დარბაზში, სადაც 500 კაცამდე ეტევა, 2-ჯერ მეტი გულშემატკივარი შეიკრიბა. ჩვენთან ამ პროექტის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. მოსწავლეების შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩვენ ყოველთვის თქვენი მხარდამჭერები ვიქნებით.“ 

მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ბადრი მელაძე აღნიშნავს, რომ „ეტალონს“ ანალოგი არა აქვს: 

„ეტალონს“ ანალოგი არა აქვს. ეს არის დიდი ეროვნული და ქართული საქმე. ჩვენ ყოველთვის ამ პროექტის მხარდამჭერები ვიქნებით. ხულოში ჩატარებულმა ღონისძიებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დრამატულ თეატრში, სადაც 450 ადგილია, დაახლოებით 1000 ადამიანი იყო შეკრებილი. კარგად ჩაიარა ღონისძიებამ, ყველა კმაყოფილი იყო. მე პირადად, აღფრთოვანებული ვარ. ყველა ამბობდა, რომ ერთობლივი ძალებით ძალიან კარგად ორგანიზებული ღონისძიება ჩატარდა. მადლობა ბატონ გოჩას და მთელს შემოქმედებით ჯგუფს. ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით.“

რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე „ხულოს ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენის ღონისძიებას ემოციურად აფასებს: 

„პროექტი „ეტალონი“ მოსწავლეებს განათლების მისაღებად დიდ სტიმულს აძლევს და ინტელექტუალური გამოწვევების დაძლევაში ეხმარება. მადლობას ვუხდი მონაწილეებს, მათ პედაგოგებსა და ინტელექტ-შეჯიბრის შემოქმედებით ჯგუფს გაწეული შრომისა და მიღწეული წარმატებისთვის." 

ირინა გუმაძე „ხულოს ეტალონ მოსწავლეს" ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. იგი ამაყობს მარადის წარმატებით და მას ჭკვიან, შრომისმოყვარე და მებრძოლ მოსწავლედ ახასიათებს:

„ვამაყობ ჩვენი სკოლის მოსწავლით. მას  ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი და მინდა გითხრათ, რომ მარადი ჭკვიანი, შრომისმოყვარე და მებრძოლი ბიჭია.“

„ხულოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი მარად მელაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ანკეტის შევსების ვადები ცნობილია - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები
ლენჯერის N1 საჯარო სკოლის   საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწაველთა ერთობლივი პროექტი, საქართველოს მეფეების შესახებ გრძელდება
საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება