სიახლეები
საინტერესო

ბავშვის სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების საფეხურები - სელმანის თეორია
23-01-2018
-
+


ამერიკელი ფსიქოლოგის, რობერტ სელმანის (შელმან, 1980) თეორია ეხება სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას. 

მისი აზრით, ადამიანის შემეცნების (აზროვნების, კოგნიციის) განვითარებასთან ერთად ხდება სოციალური უნარ-ჩვევების ეტაპობრივი განვითარებაც. 

სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული როლური უნარ-ჩვევების - მოვლენათა სოციალური კონტექსტის სხვადასხვა პერსპექტივიდან, სხვადასხვა კუთხიდან ხედვის და შეფასების უნარის განვითარებაზე. სხვის როლში შესვლის უნარის არქონა ბავშვს ხელს უშლის დაინახოს მოვლენები სხვა ადამიანის პერსპექტივიდან. 

გარდა ამისა, სხვის როლში შესვლის უნარის გარეშე ბავშვს უჭირს სხვა ადამიანის გრძნობებისადმი ემპათიის გამოხატვა. ეს უნარი ვითარდება ბავშვის ასაკობრივ ზრდასთან ერთად. რ. სელმანმა წარმოადგინა სოციალური პერსპექტივის განვითარების საფეხურები. ეს ეხება ბავშვის სოციალური, როლური უნარ-ჩვევების განვითარებას. 

კერძოდ, სოციალური პერსპექტივის განვითარების საწყის საფეხურზე ("არადიფრენცირებული პერსპექტივის დანახვა", 3-დან 6 წლამდე) ბავშვებს უჭირთ განასხვავონ ერთმანეთისაგან, რომ მე-ს და სხვებს განსხვავებული ფიქრები და გრძნობები აქვთ. 

მეორე საფეხურზე ("სოციალურ-ინფორმაციული პერსპექტივის დანახვა", 5-დან 9 წლამდე) ბავშვებს ესმით, რომ სხვადასხვაგვარი პერსპექტივები შეიძლება გამომდინარეობდეს იქიდან, რომ ადამიანები სხვადასხვაგვარ ინფორმაციას ფლობენ. 

მესამე საფეხურის დასაწყისში ("თვით-რეფლექსიური მე-ს ხედვა", 7-დან 12 წლამდე) ხდება მნიშვნელოვანი ცლილებები და ბავშვს შეუძლია განავითაროს საკუთარი "მე"-ს ხედვა. ამ საფეხურზე ბავშვს შეუძლია "სხვის ტყავში შესვლა" და საკუთარი ფიქრების, გრძნობების და ქცევების სხვა ადამიანის პერსპექტივიდან დანახვა. ასევე, მათ შეუძლიათ იმის გაცნობიერებაც, რომ სხვებსაც შესწევთ იმავეს გაკეთების უნარი. 

შემდგომ საფეხურზე ("სხვისი (მესამე პირის) პერსპექტივიდან ხედვა", 10-დან 15 წლამდე) ბავშვს უვითარდება სხვისი (მესამე პირის) პერსპექტივიდან ხედვის შესაძლებლობა. ამ დროისთვის მას შეუძლია სხვებთან თავისი ურთიერთობის გარედან (უცხო თვალით) დანახვა. 

ბოლო საფეხური იწყება დაახლოებით 14 წლიდან და ცნობილია "სოციალური პერსპექტივის ხედვის" სახელით. თუმცა, ეს შესაძლოა რეალურად განვითარდეს მოზარდობის პერიოდში. ამ საფეხურზე ინდივიდის პერსპექტივის ხედვაზე ზეგავლენას ახდენს სოციალურ ღირებულებათა ერთი ან მეტი სისტემა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ორიგინალურობით, ასახავდა ბავშვების ინდივიდუალურ ხედვასა და ფანტაზიას
მარიამი მხოლოდ მეორეკლასელია, მაგრამ ასაკის მიუხედავად მის სახელზე არაერთი წარმატებაა
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება