მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მე-12 კლასის თერთმეტი მოსწავლე „ვეჯინის სტიპენდიანტი“ გახდა. მოზარდებმა წარმატებას ამავე სახელწოდების საქველმოქმედო პროექტში „ვეჯინის სტიპენდიანტები“ მიაღწიეს.
„ვეჯინის სტიპენდიანტები“, რომლითაც რუსთავის მე-4 სკოლა განსაკუთრებულად ამაყობს გახდნენ: ექა გურგენიძე, ბექა სტეფანიშვილი, ნინო მძელური, ზურაბ მეტრეველი, ანა ხეჩიაშვილი, თამარ გორგიაშვილი, ნინო ჩიხრაძე, ელენე ქურდაძე, ჯონი უბირია, გვანცა ბალუხაშვილი და მარიამ კეკელია.
რუსთავში უკვე მეოთხე წელია ხორციელდება საქველმოქმედო პროექტი „ვეჯინის სტიპენდიანტები“. მისი ინიციატორი და დამფინანსებელი ყოფილი პარლამენტარი და ბიზნესმენი, ადგილობრივი თამაზ გველუკაშვილია.
პროექტის იდეა მოსწავლეთა წახალისებაა და მის ფარგლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, წელიწადში ორჯერ, პირველი და მეორე სემესტრის შედეგების მიხედვით „ვეჯინი“ წამახალისებელ სტიპენდიას ურიცხავს. აღსანიშნავია, რომ ეს სტატუსი შესაძლოა რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერმა მე-12 კლასის მოსწავლემ მოიპოვოს და ამისთვის სასწავლო სემესტრის წარჩინებით, ათებზე დახურვაა საჭირო.
მრავალჯერადი პროექტი წარჩინებული მოსწავლეების ექსკურსიებს და ქვეყნის ღირსშესანიშნავი ადგილების გაცნობასაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, სტიპენდიანტები სპეციალურ ვებ-გვერდის ქსელში არიან გაერთიანებული, რომლის მეშვეობითაც წარმატებით აგრძელებენ ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობას.
ამჯერად „ვეჯინის სტიპენდიანტი“ 92 რუსთაველი ახალგაზრდა გახდა. საერთო ჯამში კი ამ საპატიო ტიტულს, 300-ზე მეტი რუსთაველი ახალგაზრდა ატარებს.
რუსთავის მე-4 სკოლას ყოველწლიურად ჰყავს ასეთი წარმატებული ახალგაზრდები და სკოლის დირექციის თქმით, მსგავსი მამულიშვილური საქმის კეთება ხელს უწყობს ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის გაღვივებას და განათლების პოპულარიზაციას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა