მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალ სასწავლო წელს სკოლები, სადაც 4 ოქტომბრიდან სწავლა კლასებში განახლდება, მოსწავლეებს დისტანციურად სწავლის საშუალებასაც შესთავაზებენ. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, სამინისტროს მიზანია, მოქნილი სისტემა შესთავაზოს მშობლებს.
„4 ოქტომბერს იმ სოფლებში ან ქალაქებში, სადაც 4%-ზე ქვემოთ იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში. მაგრამ იქაც გვინდა, მოქნილი სისტემა შევთავაზოთ მშობლებს. ეს პრაქტიკა უკვე გვქონდა დანერგილი წინა სემესტრებში. თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ მას ურჩევნია კვლავ დისტანციურ ფორმატში იყოს, ჩვენ ამის საშუალებასაც მივცემთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება ბაგა-ბაღების მუშაობაც. ასევე სკოლაში, რომლის გარემოშიც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება, მასწავლებლების 100% რომ აიცრას, სწავლა 4 ოქტომბერს ვერ განახლდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.