მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი კურსდამთავრებულთათვის წარმატებული აღმოჩნდა.
სკოლა წელს ოთხმა მოსწავლემ დაამთავრა და ყველა მათგანი სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რომლებიც მათ პირველ ნომრად ჰქონდათ მითითებული.
კურსდამთავრებულებიდან თაზო რევაზიშვილმა -70%, მარიამ ილურიძემ -50% და ლევანი კიბაბიძემ -50% გრანტები მოიპოვეს, ხოლო დავით ქისტაურმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასო პროგრამაზე (ისტორია) ჩაირიცხა.
უჯარმის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს ულოცავს წარმატებულ შედეგებს და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს.
„გვჯერა, რომ ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მათი წინსვლით და წარმატებებით“, - ნათქვამია უჯარმის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა