ხონის N1 საჯარო სკოლის 8 კურსდამთავრებულმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა
31-08-2021
დაკოპირებულია
-
+
მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
კურსდამთავრებულებიდან 8-მ სახელმწიფო გრანტი მოიპოვა.
ხონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა კაკაბაძე ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას და იმედოვნებს, რომ სკოლაში მომავალშიც ბვრჯერ იამაყებენ მათი წინსვლით.
„გრანტების წვიმა ჩვენთან! (8გრანტი) ასე ვიცით ჩვენ, პირველებმა!
ანა(ებ)ს და ნინის, ქრისტის თუ დათო(ებ)ს, გუროს და საბას,ხატიას თუ მიმის,ელენესა და სალომეს,ცოტნეს თუ ლაშას, ლევანს და მარის, სანდროს თუ გიოს, ნათიას (ღმერთმა გამრავლოთ,ვეღარ გითვლით,იმდენი ხართ), - ყველას, ვისაც უკვე სტუდენტი გქვიათ,გილოცავთ!!!
აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მასწავლებელს, ვინც თქვენს გვერდით იდგა ამ მეტად რთულ, თუმცა წარმატებისკენ სავალ გზაზე!
წინ დიდი გზაა გასავლელი გათელილიც და გაუთელავიც.....მე მჯერა თქვენი!“,- წერს შორენა კაკაბაძე, ხონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი.