მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ბაღები, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო - არ იფუნქციონირებს 4 ოქტომბრამდე და შემდეგ დავუბრუნდებით ამ საკითხს, რაც შეეხება სკოლებს, კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, 4 ოქტომბრამდე ისინი იფუნქციონირებენ დისტანციურ რეჟიმში“, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და დასძინა, რომ 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი იწყება დისტანციურ რეჟიმში.
„მინდა, დეტალურად აგიხსნათ, რა მოხდება 4 ოქტომბრის შემდეგ... გვექნება დიფერენცირებული მიდგომა - იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4 პროცენტზე ქვემოთ, სწავლა განახლდება დასწრებით ფორმატში, ხოლო სადაც 4 პროცენტზე მაღალი იქნება, კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.
დელტა შტამი განსაკუთრებით დაერია ბავშვებსა და ახალგაზრდებს; ბავშვების ჯანმრთელობა კი არის უმთავრესი პრიორიტეტი და ამიტომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, საბჭომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
ჩვენ მოქნილ სისტემას შევთავაზებთ მშობელბს - თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ ურჩევნია, კვლავ დისტანციურ ფორმატში დარჩეს ბავშვი, ამის საშუალებას მივცემთ, თუ ისინი ამ გზას აირჩევენ.ვიმეორებ, დელტა შტამის სამიზნეა ბავშვები და ახალგაზრდები; მე პირველი ვარ მომხრე, სწავლა მიმდინარეობდეს საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში; სკოლები არიან მზად ყველა სცენარისთვის, მაგრამ ინფიცირების დონე არის ძალიან მაღალი. როგორც კი 4 პროცენტზე დაბლა ჩამოვა მაჩვენებელი, ბავშვები დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი