მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ისრაელში კორონავირუსის პანდემიის გამო დამატებით შეზღუდვებს აწესებენ, რომლებიც განათლების სფეროს შეეხება. კერძოდ, კლასი, სადაც ბავშვების 70%-ზე ნაკლებია აცრილი დისტანციურ სწავლებაზე გადადის.
ახალი წესები, ისრაელის მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის ხელმძღვანელობით მიიღო.
ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი სექტემბრიდან ყველა კლასი, რომელშიც მოსწავლეთა 70%-ზე ნაკლები ერთჯერადად არის აცრილი, დისტანციურად ისწავლის. ეს წესი „წითელ ქალაქებში“ მცხოვრებ მე-8-მე-12 კლასის მოსწავლეებს ეხებათ, სადაც ავადობის მაჩვენებელი მაღალია.
ასევე, სექტემბრიდან, დისტანციურ სწავლებაზე მყოფ მოსწავლეებს ვაქცინაციას სკოლაში შესთავაზებენ, იმისთვის, რომ კლასებმა სწავლის გაგრძელება ჩვეულ ფორმატში შეძლონ.
აღსანიშნავია, რომ ისრაელში ბავშვებს, მშობლების თანხმობით, 12 წლიდან ცრიან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.