„ჯიხანჯურის საჯარო სკოლა, რომ საუკეთესო გუნდისგან შემდგარი ცოდნის ტაძარია, მოსწავლეთა წარმატება მოწმობს“-სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ
02-09-2021
დაკოპირებულია
-
+
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პედაგოგი მანანა გორგილაძე ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას და იმედოვნებს, რომ სკოლაში მომავალშიც ბვრჯერ იამაყებენ მათი წინსვლით. იგი ასევე, მადლობას უხდის ყველა პედაგოგს, მშობელსა და სკოლის დირექტორს გაწეული ამაგისთვის.
„ჯიხანჯურის საჯარო სკოლა რომ პედაგოგების საუკეთესო გუნდისაგან შემდგარი ცოდნის ტაძარია, ამას მოწმობს ამ სკოლის მოსწავლეთა კიდევ ერთი წარმატება, კერძოდ კი ის ფაქტი, რომ სკოლის კურსდამთავრებულები, ვინც დღეს სტუდენტობას ზეიმობენ, უკვე უმაღლეს სასწავლებლებში სხვადასხვა ფაკულტეტებზე გააგრძელებენ სწავლას:
თამუნა აბაშიძე, შოთა ბერიძე, მარიამ ტაკიძე, მარიამ ბათნიძე, ია ლომინაძე, ლია ლომინაძე, სანდრა ქამადაძე, დავით ბედინაძე, ნინო სურმანიძე, ქეთი ბიბინიძე, დიანა სურმანიძე, ნინო სამხარაძე, გიორგი შარაშიძე და სულხან გაბაიძე..
მადლობა სკოლის დირექტორს ბატონ მიხეილ ხალვაშსა და პედაგოგიურ კოლექტივს უდიდესი თანადგომისათვის და გაწეული ამაგისათვის, მადლობა მშობლებს შვილებზე დაუღალავი ზრუნვისათვის და მასწავლებლებთან ურთიერთთანამშრომლობისათვის, მადლობა თითოეულ მეთორმეტე კლასელს ერთმანეთის სიყვარულისა და უანგარო დახმარებისათვის, ერთმანეთის გამხნევებისა და გაძლიერებისათვის...მადლობა, მადლობა, მადლობა...“,- წერს მანანა გორგილაძე, ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პედაგოგი.
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები