სიახლეები
ეტალონი

ხიჭაურის სკოლის „წარმატებების სტენდის“ გვერდით „ეტალონი“ ღირსეულ ადგილს იკავებს
23-01-2018
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-შეჯიბრს ატარებს - დღეს „შუახევის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება. 

ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, შუახევის რესურსცენტრს ესტუმრა და მერიის, რესურსცენტრისა და სკოლის წარმომადგენლებს ახალი, ინოვაციური პროექტი Izrune.ge გააცნო. 

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ხიჭაურის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. სკოლის წარმომადგენელთა თქმით, ინტელექტ-ჩემპიონატი მნიშვნელოვანი პროექტია. სწორედ ამიტომ სკოლის შესასვლელში, „წარმატებების სტენდის“ გვერდით „ეტალონის“ ბანერი ღირსეულ ადგილს იკავებს. ინტელექტ-ჩემპიონატში შუახევის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

ღონისძიებაზე 2016-2017 სასწავლო წლის „შუახევის ეტალონ მოსწავლეს“ მეგი ჯაყელს ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი გადაეცა. ამასთან, ხიჭაურის საჯარო სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით. მეგი ჯაყელმა ხიჭაურის საჯარო სკოლასა და „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს მადლობა გადაუხადა და ჩემპიონატის მონაწილეებს წარმატება უსურვა.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „შუახევის ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.




















































კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება