მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის სავალდებულო ტრენინგებს ატარებს, ნაწილმა ტრენინგები უკვე გაიარა, ნაწილი კი დარეგისტრირებულიც არ არის. არადა მასწავლებლის სახლმა დააანონსა, რომ სავალდებულო ტრენინგები 4 სექტემბრიდან იწყება. ბუნებრივია ამ საკითხს დიდი გამოხმაურება და უფრო მეტი კითხვისნიშანი მოჰყვა.
როგორ უნდა დარეგისტრირდნენ პედაგოგები სავალდებულო ტრენინგებზე? - ამ კითხვით მასწავლებლის სახლს მივმართეთ, მით უმეტეს, რომ გავრცელდა ინფორმაცია, პედაგოგების სიები სკოლამ უნდა გადაუგზავნოს უწყებასო. ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ Etaloni.ge-ს ექსკლუზიურად მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნამდვილად სკოლებმა უნდა გადაგზავნონ სიები, ოღონდ რესურსცენტრებთან, რესურსცენტრები კი მონაცემებს მასწავლებლის სახლს მიაწვდიან:
„ჩვენი სამსახური დაუკავშირდა ყველა რესურსცენტრს. მომავალი კვირის ბოლომდე მივცემთ დარეგისტრირების საშუალებას და 20 სექტემბრამდე ჩავუტარებთ ტრენინგებს. სიებს კი სკოლები რესურსცენტრების საშუალებით მოგვაწვდიან. ეს ტრენინგები არის უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის“ - განუცხადა etaloni.ge-ს ბერიკა შუკაკიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება