სიახლეები
სიახლეები

საცდელი ტესტირება 5 სექტემბერს ჩატარდება - დეტალები უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებულთათვის
03-09-2021
-
+


უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად დარეგისტრირებულ პირებს წინასწარი ტესტირების გავლა ელექტრონულად 5 სექტემბრის 09:00 საათიდან 20:00 საათამდე შეეძლებათ - ინფორმაციას შეფასებისა და გამცოდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საცდელ ტესტირებაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ფასდება.

წინასწარი ტესტირების გასავლელად გამოიყენეთ ბმული: https://online2.naec.ge/prof 

დეტალური ინსტრუქცია:

  • ველში – „პირადი ნომერი“ შეიყვანეთ თქვენი თერთმეტნიშნა პირადი ნომერი, რის შემდეგაც  დაინახავთ თქვენს სახელსა და გვარს;
  • „პაროლის“ ველში ჩაწერეთ ციფრები: 10001000 და გამოიყენეთ ღილაკი „დასტური“;
  •  საგნის არჩევის შემდეგ საგნის სახელწოდება მოინიშნება ცისფრად. კვლავ დააჭირეთ ღილაკს „დასტური“ და გაიხსნება პირველი დავალება;
  • თითოეულ დავალებას თან ახლავს რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომელთა გასწვრივ მონიშნულია წრეები. კურსორი უნდა მიიტანოთ თქვენ მიერ ამორჩეულ პასუხთან (წრესთან) და მონიშნოთ. წრეში გამუქდება წერტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხი უკვე მოინიშნა. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „დასტური“. პროგრამა შემოგთავაზებთ ახალ დავალებას; 
  • თითოეული დავალებისათვის გამოყოფილია 2 წუთი. ამასთან, ამ დროს ემატება დროის რეზერვი – 10 წუთი (კომპიუტერის ეკრანზე არის განთავსებული ტაიმერის აღმნიშვნელი სიმბოლო – ცისფერი ხაზი, რომლითაც იღებთ დროის რეზერვის შესახებ ინფორმაციას). დროის რეზერვი ივსება, თუ ერთ დავალებაზე გამოიყენებთ 2 წუთზე ნაკლებ დროს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ერთ დავალებაზე იყენებთ 2 წუთზე მეტს, დროის რეზერვი იკლებს. დროის რეზერვის ამოწურვის შემდეგ თითოეული დავალება მხოლოდ 2 წუთის განმავლობაში რჩება ეკრანზე, თუკი ამ დროის განმავლობაში არ მონიშნავთ პასუხს, ეს დავალება ავტომატურად გაქრება ეკრანიდან;
  • ტესტირების დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება შესაბამისი შეტყობინება. წინასწარი ტესტირებისას ქულები არ იწერება; 
  • მეორე საგნის ასარჩევად გაიმეორეთ პროცედურა თავიდან. ხელახლა შედით ბმულზე და მიჰყევით ინსტრუქციას.
  • საგნის არჩევანში შეზღუდული არ ხართ, მაგრამ ერთსა და იმავე საგანში ტესტირებას ორჯერ ვერ გაივლით. 
  • თუ წინასწარი ტესტირების დროს გაგეთიშათ კომპიუტერი ან გაითიშა ელექტროენერგია, პრობლემის მოგვარების შემდეგ დაიწყეთ პროცესი თავიდან, ანუ ბმულზე შესვლიდან აირჩიეთ იგივე საგანი, პროგრამა ავტომატურად გააგრძელებს იმ დავალებიდან, რომლის დროსაც შეწყვიტეთ ტესტირება.
საცდელი ტესტირება  საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაეცნონ თავად სისტემას და ტესტური დავალებების ნიმუშებს

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ორიგინალურობით, ასახავდა ბავშვების ინდივიდუალურ ხედვასა და ფანტაზიას
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება