სიახლეები
საინტერესო

7 სასკოლო საგანი, რომელთა სხვებისგან სესხება ღირს
23-11-2021
-
+


რომელმა სასკოლო საგნებმა შეიძლება გააუმჯობესოს მოსწავლეთა ცხოვრება? - ამის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა იფიქრეს და სკოლებში ჩვენთვის უჩვეულო, მაგრამ ბავშვებისთვის სასარგებლო საგნები დანერგეს. 

წარმოგიდგენთ 7 სასკოლო საგანს, რომელთა სხვებისგან სესხება ღირს:

mindfulness ანუ „გონების შევსება“

ეს ტერმინი შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც „გონების შევსება“. ის ყურადღების კონცენტრაციის მეთოდს წარმოადგენს, რომელსაც ხშირად გონების ფიტნესს უწოდებენ. ასეთი საგანი დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს სკოლების ნაწილში დანერგეს. ის აღმოსავლური მედიტაციიდან მომდინარეობს, მაგრამ რელიგიური კონტექსტის გარეშე.

ასეთი გაკვეთილები მოსწავლეებს ეხმარება ქრონიკული სტრესის მოხსნაში, მატებს ამტანობას და ყურადღების ეფექტურ მართვას ასწავლის.

ველურ ბუნებაში გადარჩენა

ასეთი გაკვეთილები პირველად დანიასა და ნორვეგიაში შემოიღეს, 25 წლის წინ კი ინგლისშიც დაინერგა. გაკვეთილები იმდენად პოპულარული გახდა, რომ დღეს ქვეყნის თითქმის ყველა სკოლაში ტარდება. 

ინგლისში სატყეო სკოლების ასოციაციაც კი არსებობს. სატყეო გაკვეთილებზე მოსწავლეები სწავლობენ კოცონის დანთებას, ქოხის აგებას, კომპასის გარეშე ორიენტირებას, მცენარეებისგან საღებავის დამზადებას, კრეფენ კენკრასა და სოკოს, ხისა და ქვისგან მარტივ იარაღებს ამზადებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთ გაკვეთილებზე ბავშვები ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრებას სწავლობენ.

კურსის შემდეგ ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ ველურ ბუნებაში გადარჩენა შეუძლია. ასეთი გაკვეთილები ზრდის მოსწავლეთა თვითშეფასებას და თვითდაჯერებულობას. ახალ ზელანდიაში ანალოგიურ გაკვეთილებზე ბავშვებს თევზაობასაც სთავაზობენ.



მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა

მუსიკა ფინეთის სკოლებში მეორეხარიხსოვანი საგანად ნამდვილად არ ითვლება. გაკვეთილზე მოსწავლეები თავად ირჩევენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომლებზე დაკვრის სწავლაც სურთ. 1992 წელს მთავრობამ საბაზო სახელოვნებო განათლების შესახებ კანონი მიიღო, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, რომ მოსწავლეები ხელოვნების ყველა სფეროს მიზანმიმართულად ეზიაონ

მე-3 კლასიდან მე-6 კლასამდე კვირაში 4 საათი მოსწავლეებს მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას ასწავლიან. შემდგომში მუსიკა არჩევითი საგანი ხდება. საუბარი ეხება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს და არა სპეციალიზირებულ მუსიკალურს.

მუსიკალური სმენა, რომელიც გაკვეთილების დროს ვითარდება, მოსწავლეებს ეხმარება მარტივად და სწრაფად დაეუფლონ უცხო ენებს. მეცადინეობები ავითარებს ემოციურ ინტელექტს, სტრუქტურულ აზროვნებას, რომელიც მათემატიკაში მოსწავლეთა მიღწევებს აუმჯობესებს. 

გამომგონებლობა

მეცნიერული აღმოჩენები - ასე ჰქვია სასკოლო საგანს, რომელსაც აშშ-ს ზოგიერთ სკოლაში ასწავლიან. საუბარი არ ეხება მხოლოდ გამოგონებების ისტორიას, თეორიასა და პრაქტიკას. წლის ბოლოს თითოეულმა მოსწავლემ მიღებული ცოდნის ბაზაზე, არც მეტი, არც ნაკლები, რაიმე უნდა გამოიგონოს ან აღმოჩენა გააკეთოს. შემდეგ ბავშვები კლასში პრეზენტაციებს მართავენ, თანაკლასელები და მასწავლებლები კი პროექტის აქტუალობას აფასებენ. რა თქმა უნდა, ნამუშევრების უმეტესობა მეცნიერული აღმოჩენას ნამდვილად არ არის, მაგრამ მოსწავლეები ქმნიან საკუთარ რობოტებს, ეძებენ მათ შორის სასკოლო ცხოვრების გამარტივების და გაუმჯობესების გზებს. 

ბედნიერების გაკვეთილი 

მხოლოდ განტვირთვა საკმარისი არ აირს, საჭიროა ასევე ბედნიერი მომენტების შემჩნევა და ცხოვრებით ტკბობა. სწორედ ამას ასწავლიან გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგის სკოლებში. ბედნიერების გაკვეთილზე მასწავლებლები მოსწავლეებს ურჩევენ, თუ როგორ იცხოვრონ საკუთარ თავთან ჰარმონიაში, გააკეთონ კეთილი საქმეები და გულის ძახილს დაუგდონ ყური. პედაგოგები თვლიან, რომ ეს ბავშვს ჰარმონიულად განვითარებისა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში ეხმარება.

ამ საგანში წლის შემაჯამებელი დავალების მომზადებასაც კი სიამოვნება მოაქვს. მაგალითად, მოსწავლეს შეუძლია რაიმე თამაში მოიგონოს, სათამაშო შექმნას, ბედნიერად გატარებული დღის შესახებ ვიდეორგოლი გადაიღოს ან მოხალისეობით დაკავდეს. არჩევანი მოსწავლის პირად ინტერესებზეა დამოკიდებული.

storytelling ანუ ამბის თხრობა

ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში თვლიან, რომ თანამედროვე ბავშვებმა საინტერესო ისტორიების შექმნა და თხრობა უნდა იცოდნენ. ამიტომ „სთორითელინგის“ გაკვეთილები აღნიშნული ქვეყნების ზოგიერთ სკოლებში დანერგეს.

გაკვეთილებზე მოსწავლეებს ტექსტის წერის სხვადასხვა ხერხს, კომიქსების ხატვას, ანიმაციების გაკეთებას, აუდიოისტორიების ჩაწერას და ორატორიულ ხელოვნებას ასწავლიან. ბავშვებს ასწავლიან ამბების მოგონებას, მაგალითად, ტყის მასივის რუკის დათვალიერებისას ან მასწავლებლის მიწოდებული ტომარიდან ბრმად აღებული ნივთის ნახვისას.





ანტისტრესი

COVID-19-ის პანდემიის დროს სტრესის მოხსნის სხვადასხვა ხერხები აქტუალური მოსწავლეებისთვისაც გახდა. ამიტომ mindfulness-ის გარდა სხვა საინტერესო განსატვირთი გაკვეთილებიც არსებობს, მაგალითად, კანადის ზოგიერთი სკოლის მეშვიდეკლასელთათვის. ასეთ გაკვეთილებზე მოსწავლეები ტესტების დახმარებით სტრესის დონეს იზომავენ, იკვლევენ რა არის დადებითი და ნეგატიური სტრესი, სტრესზე ადამიანის რეაქციებს კომიქსებად ხატავენ და მასთან ჯანსაღად გამკლავების გზებს სწავლობენ. 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება