მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. აღსანიშნავია, რომ წელს ეროვნულ გამოცდებში სკოლის 36 აბიტურიენტი მონაწილეობდა და ყველა მათგანი სტუდენტი გახდა, 11-მა მედალოსანმა მოსწავლემ კი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
სკოლა კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობს და ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებს.
„გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ
2020-2021 სასწავლო წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა 36 აბიტურიენტი და მათგან ყველა სტუდენტია!!!
შეგახსენებთ, რომ გვყავდა 11 მედალოსანი მოსწავლე და ყველა სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა:
1. თემურ თუთარაშვილი- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიური ფაკულტეტი, 70 % გრანტი;
2. ლუკა გელიაშვილი- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართალი, 70 % გრანტი;
3. ლიზა ისიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგია, 70 % გრანტი;
4. ელენე მეტრეველი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგია, 70 % გრანტი;
5. მარიამ აროიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინიტრირება, 70 % გრანტი;
6. ლიზა ახვლედიანი - კავკასიის უნივერსიტეტი, ბიზნესი და ადმინისტრირება, 50% გრანტი;
7. მარიამ დემურაშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, 50% გრანტი;
8. ნინო კაპანაძე- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, 50% გრანტი;
9. მარიამ ფუტკარაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, 50% გრანტი;
10. ელენე ხარშილაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტურიზმი, 50% გრანტი;
11. სვეტლანა კაცაძე - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სამართალი, 50% გრანტი!
სკოლა ძალიან ამაყობს თქვენით!!!
გვჯერა, რომ იქნებით ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები და თქვენი საქმიანობით გამოადგებით ჩვენს ქვეყანას და ასახელებთ სკოლას!
მადლობა ყველა პედაგოგსა და კლასის დამრიგებლებს - ნესტან ბუცხრიკიძესა და ნათია თაყნიაშვილს“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს