სიახლეები
ეტალონი

თიანეთის სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ ღონისძიებისთვის მზადება დაიწყეს
24-01-2018
-
+


თიანეთის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, თიანეთის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ. 

თიანეთის რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური: 

„თიანეთში მე-8 - მე-11 კლასში სულ 335 მოსწავლეა, „ეტალონში“ 254 მოსწავლე მონაწილეობა, რაც 76%-ია. მეორე ტურში 50 ქულიანი ბაერიერი გადალახა მონაწილეთა 44%-მა. გამოვლინდა ასევე საუკეთესო სამეული. სხვადასხვა ვარიანტი წერეს მოსწავლეებმა და ეს ძალიან კარგია. მოსწავლეები დაინტერესებულები არიან „ეტალონით“ და შესაბამისად, ჩართულობაც საკმაოდ მაღალია. ინტელექტ-შეჯიბრი ძალიან კარგი და საინტერესო პროექტია.“

ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი დავითაშვილი:

„შესარჩევ ტურში ძალიან საინტერესო კითხვები იყო. ვინც იმ დღეს სკოლაში იყო, ყველა უკლებლივ ჩაერთო „ეტალონში“. ვისურვებდით, უკეთესი შედეგები ეჩვენებინათ ბავშვებს. ყველაფერი ობიექტურად ჩატარდა. მოსწავლეებს საშუალება აქვთ ცოდნა გამოავლინონ, შეამოწმონ თავიანთი თავი. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ თქვენთან თანამშრომლობას.“

„ეტალონის“ პედაგოგი ჯილდა კაცელაშვილი:

„მოსწავლეები ელოდებოდნენ შესარჩევ ტურს. მაქსიმალური ჩართულობა იყო. ისინი აღნიშნავდნენ, რომ უკეთესი შედეგების ჩვენება შეეძლოთ. „ეტალონში“ მონაწილეობის შემდეგ, მათ სწავლის მიმართ მოტივაცია გაეზარდათ. უფრო მეტად თავდაჯერებულები და გაბედულები გახდნენ. ახლა უკვე ღონისძიებისთვის დაიწყეს მზადება.“

ღულელების საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლიანა ბოდაველი: 

„ძალიან დადებითად არიან მოსწავლეები ამ პროექტის მიმართ განწყობილები. მათ კარგი შედეგები აჩვენეს. მასწავლებლები კმაყოფილები ვართ. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. მოსწავლეები ყოველთვის ემზადებიან ინტელექტ-შეჯიბრისთვის და მობილიზებულები არიან. ყველას უნდა მასში ჩართვა და თავისი ცოდნის გამოვლენა.“ 

ნაქალაქარის საჯარო სკოლის დირექტორი ელზა ჯავარაშვილი: 

„როცა „ეტალონი“ ტარდება ჩვენს სკოლაში, მოსწავლეები არიან მოტივირებულები. მათ აქვთ ამბიცია, რომ იყვნენ ძლიერები. უკეთეს შედეგებს ველოდით. ინტელექტ-შეჯიბრი ნამდვილად კარგი საგანმანათლებლო პროექტია. მოსწავლეებმა უკვე მომდევნო ტურისთვის დაიწყეს მზადება. “

„ეტალონის“ პედაგოგი ია ზარიძე:

„ბავშვები წინასწარ ინფორმირებულები იყვნენ და ემზადებოდნენ შესარჩევი ტურისთვის. ახლა უკვე მომდევნო ტურისთვის დაიწყეს მზადება. ჩვენ მოსწავლეებს ყველანაირად ვეხმარებით, რომ ღონისძიებაზე თავიანთი ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინონ. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ კითხვები მათთვის საკმაოდ რთული იყო. განსაკუთრებით დაბალი კლასებისთვის. „ეტალონი“, ჩემი აზრით, არის მოსწავლეების მოტივაციისთვის აუცილებელი. ინტელექტ-შეჯიბრი მათ საკუთარი ცოდნის გამოვლების საშუალებას აძლევს.“

სიონის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ბიჩინაშვილი:

„ყველაფერი ძალიან საინტერესოდ ჩატარდა. მოსწავლეებმა ძალიან იაქტიურეს და კარგი შედეგებიც აჩვენეს. „ეტალონთან“ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ. ზოგადად, ძალიან კმაყოფილები ვართ ინტელექტ-შეჯიბრით. მოსწავლეებმა მომდევნო ტურისთვის მზადება უკვე აქტიურად დაიწყეს.“ 

„ეტალონის“ პედაგოგი თამარ ბეცეცაშვილი:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ძალიან იაქტიურეს. ყველამ კატეგორია „თამამი“ აირჩია. მინდა გითხრათ, რომ მოუთმენლად ელოდნენ ინტელექტ-შეჯიბრის ჩატარებას. დიდი სიხარულით შეხვდნენ „ეტალონის“ პირველ ტურს. ჩვენი აზრით, „ეტალონი“ მოსწავლეების ზოგადი ცოდნისთვის, მათი სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან კარგი პროექტია.“

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

იხილეთ  ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება