მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი სასწავლო წლისთვის ვაკანსიები ბევრ სკოლაში გამოცხადდა. მასწავლებლობის მსურველები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი სკოლის დირექტორი გადაწყვეტილებას ახალი კადრის აყვანაზე ერთპიროვნულად იღებს. ალბათ, ბევრს გსმენიათ მსგავსი ფრაზები: „რა აზრი აქვს გასაუბრებას? მაინც წინასწარ იციან, ვის მიიღებენ“, „დირექტორები გადაწყვეტილებას სუბიექტურად იღებენ“, „როდესაც ადგილი თავისუფლდება, დირექტორები უკვე დასაქმებულ მასწავლებლებში ანაწილებენ საათებს“ და ა.შ.
რამდენად სამართლიანია დირექტორებისგან მსგავსი გადაწყვეტილებები? აქვს თუ არა კანონით ამ ყველაფრის უფლება სკოლის ხელმძღვანელს?
არსებობს დოკუმენტი - მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი, სადაც გაწერილია კანდიდატისადმი დადგენილი სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კონკურსის ეტაპები და კონკურსის ჩაშლის/შეწყვეტის საფუძვლები.
კონკურსის გამოცხადება
ა) შესაბამისი სკოლის დასახელებას;
ბ) ღია კონკურსის წესით შესავსები მასწავლებლის ვაკანტური თანამდებობის დასახელებას და საგნის/კლასის მითითებას;
გ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
დ) ინფორმაციას სამუშაო საათების შესახებ;
ე) ინფორმაციას სავარაუდო შრომის ანაზღაურების შესახებ;
ვ) შესაბამისი სკოლის საკონტაქტო ინფორმაციას;
ზ) სამუშაოს დაწყების თარიღს;
თ) განცხადების წარდგენის ბოლო ვადას;
ი) სხვა ინფორმაციას სკოლის გადაწყვეტილებით.
კონკურსის გამოცხადების შემდეგ, სკოლა რეზიუმეებს გადაარჩევს და მისთვის სასურველ კანდიდატებს დაუკავშირდება. მეორე ეტაპი გასაუბრებაა. კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში, თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში, სკოლა უფლებამოსილია, შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.
ამავე დოკუმენტში წერია, რომ სკოლის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას, დირექტორი უფლებამოსილია მოწვეული ან/და შემცვლელი მასწავლებლები დაასაქმოს სკოლაში კონკურსის გარეშე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.