სიახლეები
სიახლეები

„ვისთვის გახდება აცრა სავალდებულო, შეიკრიბება საბჭო და ვიმსჯელებთ“ - ტიკარაძე
06-09-2021
-
+


იზიარებს თუ არა ჯანდაცვის მინისტრი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის პოზიციას, რომ ექიმებისა და პედაგოგებისთვის Covid-ზე აცრა სავალდებულო უნდა გახდეს - აღნიშნულის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პირდაპირ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მისი თქმით ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტი უნდა იყოს, 60 წლის ზემოთ პირები. მისვე თქმიტ საკოორდინაციო საბჭო აპირებს განიხილოს არსებული საკითხები. 

„მე პირადად მივემხრობი იმ ჯგუფის ვაქცინაციას, ვიმეორებ, რომ არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს მასწავლებლების, ექიმების თუ რომელიმე სხვა პროფესიული ჯგუფის ადამიანები, რომლებიც არიან 60 წელს ზევით. ისინი არიან მაღალი რისკის ქვეშ. მათი მაღალი რისკიდან გამომდინარე და იქიდან, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია განსაკუთრებით ეფექტურია, როგორც ინფექციის გავრცელების კომპონენტზე, ისე საწოლფონდის კომპონენტსა და ლეტალობის მაჩვენებელზე. მე მივემხრობი რომ ამ ჯგუფის ვაქცინაცია იყოს მაღალი პრიორიტეტი და დანარჩენ ჯგუფებს უბრალოდ განვიხილავდით. ეს ყველაფერი მიიღება არა მხოლოდ საკოორდინაციო, არამედ ვაქცინაციის საბჭოების გადაწყვეტილებით. ყველას გაგვაჩნია ჩვენი შეხედულება ამასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს მსჯელობა, როგორც სავალდებულოობაზე, ასევე ასაკობრივ ჯგუფზე. 

შეიკრიბება საბჭო და ამ საკითხთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუმცა საზოგადოებას ვეტყვი, რომ ამ ეტაპზე, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ: „მხარს დავუჭერ, აცრა სავალდებულო იყოს მასწავლებლებისთვის“ - გამყრელიძე

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება