მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის ვაქცინაციის ცენტრში პროფესიული კოლეჯების პედაგოგთა ვაქცინაციას დაესწრო.
„პროფესიულ სასწავლებლებში ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანიის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. შედეგი სახეზეა - 53%-ზე მეტი ჩვენი პერსონალისა აცრილია. კამპანიის მეორე ეტაპი უფრო მეტად ფოკუსირებული იქნება ვაქცინაციის პროცესში სტუდენტების ჩართვაზე. ჩვენი მიზანია, უახლოეს მომავალში პირისპირ სწავლება უსაფრთხო გარემოში იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.
სამინისტროს მიერ ორგანიზებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან აქტიური საინფორმაციო კამპანია ჩატარდა. რომლის ფარგლებშიც 10-მდე ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის წარმომადგენლები და ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი უძღვებოდნენ. შეხვედრების ფარგლებში 1000-ზე მეტმა მსმენელმა ინტერაქციულ ფორმატში დეტალური ინფორმაცია მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნის, მოქმედების და მისი მნიშვნელობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ კამპანიის შედეგად კოლეჯების აცრილი თანამშრომლების მაჩვენებელი 33%-დან 53%-მდე გაიზარდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ