სიახლეები
საინტერესო

რა კოვიდ-წესები მოქმედებს ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის საზღვარგარეთ?
12-09-2021
-
+


ახალი სასწავლო წლის დაწყებას აშშ-ი პირბადეების სავალდებულო ტარების შესახებ ცხარე დისკუსია ახლავს, ინგლისში მოსწავლეები Covid-ტესტებს აბარებენ, ლატვიის სკოლების შესასვლელში კი „კოვიდ-სერტიფიკატის“ წარდგენაა საჭირო.

საინტერესოა თუ როგორ სწავლობენ მოსწავლეები კორონავირუსის პირობებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და უსაფრთხოების რა წესები მოქმედებს სკოლებში. 

აშშ: ცხარე დისკუსია პირბადეების ტარების გამო

აშშ-ში სწავლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა შტატის სკოლებისთვის განსხვავებული წესები მოქმედებს. 

მაგალითად, კალიფორნია ითხოვს, რომ სკოლის ყველა თანამშრომელი, მათ შორის დარაჯი და ავტობუსის მძღოლი იყოს აცრილი ან ყოველდღიურად ტესტირება ჩაიტაროს. კალიფორნია აშშ-ს პირველი შტატია, სადაც მასწავლებლებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღეს. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახდა ვაშინგტონის შტატის სკოლების, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ყველა თანამშრომლისთვის.  შტატის გუბერნატორის, ჯეი ინსლის თქმით, სავალდებულო სრული ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელია 18 ოქტომბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები სამუშაოს დაკარგავენ.

კოლორადოს შტატის ერთ-ერთი ოლქის ხელმძღვანელობას კი უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის პირბადეების სავალდებულო ტარების შემოღების შემდეგ სკოლებში პოლიციელების შეყვანა მოუხდა. როგორც ოლქის ხელმძღვანელობა განმარტავს, ეს ღონისძიება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ზოგიერთი მშობელი მოთხოვნას არ დაეთანხმა და სკოლის ტერიტორიაზე აქციების გამართვა დაიწყო. როგორც გამოცემა The Insider წერს, მთავრობამ მოწინააღმდეგეებს მოუწოდა გადაწყვეტილება სკოლის გარეთ გააპროტესტონ და გაკვეთილები არ ჩაშალონ. 

მოსწავლეებისთვის პირბადეების ტარება გააპროტესტეს მათ შორის ლუიზიანას შტატში. ქალაქ ბატონ-რუჟში სკოლის საბჭოს კრება ქაოსში გადაიზარდა, როდესაც ის თითქმის 200 მშობლისგან შემდგარმა ჯგუფმა ჩაშალა. ისინი პირბადეების სავალდებულო ტარებას აპროტესტებდნენ. 

სკოლებში პანდემიის გამო დაწესებული მოთხოვნების მიხედვით შტატები ნაწილდებიან შემდეგნაირად:

  • ზოგიერთ სკოლაში ითხოვენ პირბადეების ტარებას ყველასთვის და მასწავლებლების სავალდებულო ვაქცინაციას;
  • აუცრელებს დამცავი ნიღბის ტარებას ავალდებულებენ ;
  • სკოლები თავად წყვეტენ: გახადონ თუ არა პირბადის ტარება სავალდებულო;
  • და არის შტატები, რომლებმაც ნიღბების სავალდებულო ტარება აკრძალეს.
დიდი ბრიტანეთი: შეზღუდვები მნიშვნელოვნად შემსუბუქებულია

მოსწავლეები სკოლებს მთელ დიდ ბრიტანეთში უბრუნდებიან. შეზღუდვები მნიშვნელოვნად შემსუბუქებულია ინგლისში:

  • საშუალო სკოლის ყველა მოსწავლე 3-დან 5-დღემდე ინტერვალში ორ Covid-ტესტს ჩააბარებს.
  • ტესტზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მოსწავლეები 10 დღით იზოლაციაში გადავლენ, მათი სკოლის მეგობრები კი PCR ტესტს ჩააბარებენ, იზოლაცია საჭირო არ არის. 
  • სკოლებში ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის პირბადეების ტარებას აღარ ითხოვენ.
შოტლანდიაში გარკვეული შეზღუდვები რჩება, მაგალითად სკოლის თანამშრომლებმა ერთმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. ამასთან, შოტლანდიაში პირბადის ტარება არ არის სავალდებულო, მაშინ როცა ჩრდილოეთ ირლანდიაში კლასში დამცავი ნიღბების ტარება სულ მცირე სემესტრის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში აუცილებელია..

უელსში კი მთავრობა სკოლებში ჰაერის ცირკულაციის და სისუფთავის გასაუმჯობესებლად 6 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების პროგრამას აფინანსებს.

საფრანგეთი: შემუშავებულია ოთხი სცენარი, რომელთა მიხედვითაც ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო დაწესებულებებმა უნდა იხელმძღვანელონ

საფრანგეთის სკოლებში წესების სიმკაცრე ეპიდსიტუაციის დონეზეა დამოკიდებული, სულ ასეთი დონე ოთხია: მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი. ოთხივე ზონაში აცრილ მოსწავლეებს შეუძლიათ ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ იზოლაციაში არ გადავიდნენ. 

მწვანე ზონაში გაკვეთილები სკოლაში ტარდება, სკოლის შენობაში თანამშრომლებისა და საშუალო და უფროსი კლასების მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა (გარდა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებისა).

ყვითელ ზონაში დაშვებულია დასწრებითი გაკვეთილები და მოქმედებს იგივე წესები, რაც მწვანე ზონაში, მაგრამ გაკვეთილებზე დაცული უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია. 

ნარინჯისფერ ზონაში საკლასო გაკვეთილები გრძელდება. ლიცეუმის​ ​მოსწავლეებისთვის (15-18 წლის მოზარდებისთვის) შესაძლებელია დასწრებითი და დისტანციური გაკვეთილების შეთავსებაც. პირბადეები აუცილებელია როგორც შენობაში ისე ღია სივრცეში. სპორტული აქტივობები მხოლოდ ღია ცის ქვეშ დაიშვება. 2-მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული სკოლის სასადილოშიც. 

წითელ ზონაში სკოლის კედლებში სწავლა მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ, დანარჩენი მოსწავლეები „ჰიბრიდული“ რეჟიმი​თ ისწავლიან. ეს ზონა ითვალისწინებს ონლაინ სწავლებას ნახევარი კლასისთვის და ფიზიკურ დასწრებას მეორე ნახევრისთვის, შემდეგ ჯგუფები იცვლება.

ლატვია: შესვლა მხოლოდ „კოვიდ-სერტიფიკატით

საკლასო ოთახებში სწავლის წინაპირობები შემდეგია:

  • ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი;
  • სკოლის მოსწავლეებმა 12 წლიდან უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის შესახებ სერტიფიკატი, დაავადების გადატანის დამადასტურებელი ცნობა ან ყოველკვირეულად ტესტის ნეგატიური პასუხი. 
  • 1-დან მე-3 კლასამდე მოსწავლეებისთვის პირბადეები რეკომენდირებულია, მაგრამ არა სავალდებულო. 
  • ბავშვებს ასევე მოეთხოვებათ დამცავი ნიღბების ტარება დერეფნებში, სასადილოში, საპირფარეშოში. კლასებში უნიღბოდ ჯდომას კი მხოლოდ აცრილი მოსწავლეები შეძლებენ. 

ძალაში რჩება შემდეგი უსაფრთხოების ზომები: საკლასო ოთახის რეგულარული განიავება, დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება და ხელების დეზინფექცია.

თუ სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდება, მაშინ ბავშვების და პედაგოგების ნაწილს იძულებით კარანტინში გადასვლა მოუწევთ. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება