„ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებს სწავლის მიმართ მოტივაციას უმაღლებს“
24-01-2018
დაკოპირებულია
-
+
რუსთავის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.
„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, გორის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.
რუსთავის რესურსცენტრის უფროსი თამარ ხეჩიკაშვილი:
„რუსთავი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს „ეტალონში“ და კარგ შედეგებსაც ვაჩვენებთ. შესარჩევ ტურში სკოლების ჩართულობა მაღალი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა. ეს მოტივაციას უმაღლებს მოსწავლეებს და უფრო მეტად ორგანიზებულს ხდის. ასევე საინტერესოა ახალი პროექტი, რომელიც „ეტალონმა“ შემოგვთავაზა. Izrune.ge-ზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ნამდვილად მისასალმებელია, როდესაც ბავშვებს ექნებათ საშუალება, ყოველდღიურად კიდევ ერთხელ გადაამოწმონ თავიანთი ცოდნა.“