სიახლეები
სიახლეები

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გზამკვლევი მასწავლებლებისთვის - ადაპტირებული კომპლექსური დავალებები და გეგმის ნიმუშები
08-09-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის მიზნით, „ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გზავმკვლევი“ შეიმუშავა.

დოკუმენტი სანახავად გადადით ბმულზე

გზამკვლევი ოთხი ნაწილისგან შედგება და მოიცავს: - თანამედროვე განათლების ძირითადი პრინციპებს, ეროვნული სასწავლო გეგმას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმასა და ადაპტირებული კომპლექსური დავალებებისა და ინდივიდუალური სასწავლო
გეგმის ნიმუშებს.

გზამკვლევის მიზანია მასწავლებლებსა და სპეციალურ მასწავლებლებს გააცნოს სასწავლო პროცესის დიფერენცირებულად დაგეგმვის შესაძლებლობები მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში. მოცემულ გზამკვლევში განმარტებულია მესამე თაობის კურიკულუმის საკვანძო სტრუქტურული ერთეულები - სასკოლო კურიკულუმი, სამიზნე ცნება, მკვიდრი წარმოდგენა, კომპლექსური დავალება და სხვა. ასევე, განხილულია აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების გამოყენება ინკლუზიური განათლების კონტექსტის გათვალისწინებითა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმირებისთვის. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ინკლუზიური განათლებისა და დიფერენცირებული სწავლა-სწავლების პრინციპებს. შესაბამისად, გზამკვლევი ეფუძნება ინკლუზიური განათლების ფილოსოფიასა და ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპებს. გზამკვლევის გაცნობის შედეგად, მასწავლებლებისთვის, სპეციალური მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სხვა სპეციალისტებისთვის ნათელი გახდება როგორ არის შესაძლებელი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპების გათვალისწინებით იმგვარად, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის განსაზღვრული სასწავლო პროცესი სრულ ჰარმონიაში იყოს კლასში მიმდინარე პროცესებთან.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება