მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; რამდენად სწორად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება, არიან თუ არა მასწავლებლების სიახლეებისთვის მზად და რა მოლოდინები აქვს 2021-2022 სასწავლო წლისგან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორი, ლალი ყაჭეიშვილი etaloni.ge-სთან საუბრობს.
- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?
- 2021-2022 სასწავლo წელი საკმაოდ რთული და შრომატევადი იქნება, როგორც მასწავლებლების ისე მოსწავლეებისათვის, სწავლა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის (ონლაინ სწავლებისას ყველა მოსწავლე რიგი პრობლემების გამო არ იყვნენ თანაბარ პირობებში, რაც აისახა მათ შედეგებზე) .
- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?
- მივესალმები ჟურნალის ელექტრონული ფორმით წარმოებას. მისაღებია, მაგრამ სკოლაში ინტერნეტი შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს.
- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?
- მეც და ჩვენი სკოლის პედაგოგებიც ვფიქრობთ, რომ აცრასთან დაკავშირებით თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს .
- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?
- პირველკლასელთა ოჯახებს ვურჩევდი პირველ რიგში გამართონ ინტერნეტი და კომპიუტერები/მობილურები, ითანამშრომლონ პედაგოგებთან, აქტიურად ჩაერთონ სწავლა სწავლების პროცესში, თვალი ადევნონ მათი შვილების გაკვეთილებს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ მასწავლებლთა რეკომენდაციები .
- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?
- სკოლაში არ გვყავს პრაქტიკოსი მასწავლებლები და შესაბამისად არავინ გასულა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე .
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს