სიახლეები
ინტერვიუ

თამარ ტალიაშვილი: „ბაგა-ბაღებში ახალი რაციონი ბავშვის ჯანსაღ კვებას უწყობს ხელს“
24-01-2018
-
+


ბოლო დროს თბილისის საბავშვო ბაღებში კვების რაციონთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. მშობლები ჩივიან, რომ ბავშვების ულუფების მოცულობაც შემცირდა და საკვების კალორიულობამაც იკლო.

აღნიშნულ საკითხზე  etaloni.ge თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს, ქალბატონ თამარ ტალიაშვილს ესაუბრა. ტალიაშვილი განმარტავს, რომ ცომეულის და სხვა პროდუქტების შემცირების ხარჯზე ცილოვანი პროდუქტები გაიზარდა.


- რა ვითარებაა თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში? დიდი ხმაურია საბავშვო ბაღებში კვებასთან დაკავშირებით  და მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.  რა შეიცვალა ბავშვთა კვების რაციონში?

 - ეს ე.წ აჟიოტაჟი საკმაოდ კარგად არის მართული.  ვინც გულწრფელად აკვირდება ამ პროცესს, იცის, რომ რაციონი, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში იქნა დადგენილი ჯანდაცვის სამინისტროს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად,  სწორედ 2018 წლის 1 იანვრიდან შევიდა ბაღებში. რაც შეეხება მენიუს,  არის  ცვალებადი და მას სახელმწიფოს კანონი და დადგენილება არ სჭირდება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება უკეთესი სერვისი შევთავაზოთ პატარებს. ამაზეა ორიენტირებული ისიც, რომ წელს 101 მილიონზე მეტი გვაქვს ბიუჯეტი გამოყოფილი თბილისში ბაგა-ბაღების სერვისისთვის, რაც ორჯერ აღემატება 2013 წლის ბიუჯეტს.

- მშობელები ჩივიან უგემურ საჭმელსა და კალორაჟის შემცირებაზეც.

- მე შემიძლია გაჩვენოთ ის დადგენილება, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და გაეროს ბავშვთა ფონდის ექსპერტებთან ერთად იქნა შემუშავებული. დადგენილება გულისხმობს იმას, რომ შაქრის, მარილის, კარტოფილის ფხვნილისა და ცომეულის შემცირების ხარჯზე უნდა გაზრდილიყო ცილოვანი პროდუქტები,  ახალი ხილი. ეს ყველაფერი  ბავშვის ჯანსაღ კვებას უწყობს ხელს.
ხშირად მსმენია პრეტენზია, რატომ სთავზობთ ბავშვებს თევზს, მათ თევზი არ უყვართ. ჩვენი მიზანია,  რომ ბავშვები შევაჩვიოთ ჯანსაღ კვებას. ამ რაციონთან დაკავშირებით უბრალოდ მზრუნველი ადამიანები კი არ ისხდნენ და მსჯელობდნენ, არამედ ისხდნენ  ექსპერტები, რომლებმაც იციან, ომეგა 3 რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის გონებრივ განვითარებაზე. ბაგა-ბაღების მიზანია, რომ ნუტრიციული შიმშილი, რომელიც ამა თუ იმ ოჯახში მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება არსებობდეს, სადაც ბავშვს დაბალანსებული და მრავალფეროვანი საკვები არ მიეწოდება, სწორედ ჩვენი ბაგა-ბაღების მეშვეობით მივაწოდოთ. 

- რა სიახლეებია ინფრასტრუქტურის კუთხით?

- 2007 წლიდან მოყოლებული ბაღების რიცხვი მცირდებოდა, რამაც  2012 წლისთვის გამოიწვია 47 ბაგა-ბაღის დახურვა. 2014 წლიდან კი ეს ჩარხი პირიქით დატრიალდა და დავიწყეთ ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა,  არსებულის რეაბილიტაცია და რესტავრაცია.  დღესდღეობით 13 ახალი ბაგა-ბაღი უკვე დასრულებულია. 10 მშენებლობის პროცესშია, 2018 წელს კი კიდევ 10 ახალი ბაღი აშენდება.

- ახალაშენებული ბაღები ალბათ  ევროპული სტანდარტების შესაბამისია.

- დიახ, სრულად აკმაყოფილებს იმ საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს, როგორ სივრცეშიც უნდა გაიზარდონ ბავშვები _ სათამაშოთი დაწყებული, დამთავრებული ეზოს კეთილმოწყობით და კვებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბაგა-ბაღში  დავამატეთ სპეცპედაგოგის, ლოგოპედის და ფსიქოლოგის შტატი. ეს  ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ხელს უწყობს ბავშვებში ჯანსაღ განვითარებას. 

- ითქვა, რომ ბაგა-ბაღები გარკვეული კატეგორიისთვის შეიძლება ფასიანი გახდეს.

- თქვენ ალბათ გულისხმობთ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც აღნიშნა, რომ შეიძლება დაიწყოს მსჯელობა, რომ გარკვეული ტიპისა და სტატუსის მქონე ოჯახებისთვის სიმბოლური გადასახადი დაწესდეს. ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

- როგორია ინკლუზიური განათლების პრაქტიკა საქართველოში და უშუალოდ სკოლამდელი ასაკის ბავშვებში?

- მე უკვე ვახსენე სპეცპედაგოგების, ფსიქოლოგების და ლოგოპედების  დამატება ბაღებში. სწორედ ინკლუზიური განთლების მიმართულებით ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რადგან ბაგა-ბაღებში გვყავს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები. მათთვის მნიშვნელოვანია კვების სწორი რაციონი, რაც ჯანსაღ განვითარებას უწყობს ხელს. ასევე - მეთოდიკა,  თუ რა ტიპის განმავითარებელ თამაშებს შევთავაზებთ მათ.  მოგეხსენებათ, რომ 2016 წელს მიღებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის თანახმად, ბაგა-ბაღები საგანმანათლებლო სისტემას დაუბრუნდა. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ინკლუზიის კუთხით უკვე არის მოსამზადებელი. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც განათლებისა და კულტურის კომისიამ  ინკლუზიის მიმართულებით გადადგა, იყო ის, რომ ჩვენ მივიღეთ დადგენილება, რომლის თანახმადაც, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს მიეცათ საშუალება, არა 6 წლის ასაკში დატოვონ ბაგა-ბაღები, არამედ  კიდევ ერთი წელი ისარგებლონ ბაღების სერვისით.

- მულტიფუნქციური ცენტრების გახსნასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე სიახლე?

- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა წელს ჩვენთვის სწორედ, რომ იქნება მულტიფუნქციური ცენტრების შექმნა. ანუ კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტის მიმართულებით შეიქმნას ისეთი სივრცე,  სადაც ახალგაზრდებს თუ სხვა ასაკის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება,  ცოდნა გაიღრმავონ.  იყვნენ ისეთ გარემოში, სადაც  ექნებათ საშუალება, ახალი სასარგებლო კონტაქტები დაამყარონ თავიანთი ინტერესის სფეროში.
გეტყვით იმასაც, რომ აქცენტი გაკეთდება სოციალურად დაუცველი სტუდენტების  მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე.  ასევე,  საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ინიციატივების დაფინანსებაზე.

- მოსწავლებს შორის გახშირდა ძალადობის ფაქტები. როგორ ფიქრობთ, რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ?

- ის ტრაგედია, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისსა და რეგიონებში დატრიალდა,  აჩვენებს, რომ ეს არის იმ პროცესების გამოხატულება, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს.  ბევრად მეტია გასაკეთებელი, რათა შევძლოთ საზოგადოებაში მეტი ჰუმანიზმის, კეთილგანწყობის და პოზიტივის შეტანა. საზოგადოებაში, სადაც ორიენტირება არის ნეგატივზე, რთულია, მოზარდს მოსთხოვო იმაზე მეტი, ვიდრე უფროსი თაობა სთავაზობს მათ.
ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ სკოლის გარემოში შეუძლებელია. დიდია მედიის როლი და განსაკუთრებით მისასალმებელია ისეთი ინტერეტ-გვერდების არსებობა,  როგორიც ხართ თქვენ _ „ეტალონი’’, რომელიც ორინეტირებულია სწორედ ეტალონზე, კარგ მაგალითზე. სამწუხაროდ, ხშირად მოზარდები ინტერნეტიდან ბევრ ნეგატიურ ინფორმაციას იღებენ, ხოლო რაც მეტია  ნეგატიური განწყობა, მით მეტია ნეგატიური აქტივობის წარმოშობის საფუძველი. საჯარო სკოლებში მეტი ნაბიჯი უნდა გადაიდგეს, რომ მოხდეს პრევენცია. მეტი ყურადღებაა საჭირო ასევე ოჯახებშიც. ეს არის დიდი გამოწვევა და აქ ერთად უნდა დადგეს საზოგადოება და სახელმწიფო.







კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება