სიახლეები
საინტერესო

დისტანციური გაკვეთილების ხანგრძლივობა და რაოდენობა კლასების მიხედვით - რეკომენდებულია გაკვეთილებს შორის 10-15-წუთიანი შესვენება
18-09-2021
-
+


სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყო, 4 ოქტომბერს კი, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება, სწავლა საკლასო ოთხებში გადაინაცვლებს.

დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზების წესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გასული სასწავლო წლის დაწყებისას შემუშავდა. თითოეული კლასში გაკვეთილების ხანგრძლივობა და რაოდენობა კანონის მიხედვითაა განსაზღვრული.

დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზების გეგმას ადგენს სკოლა, სკოლის დირექციის, ადმინისტრაციისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (საგნობრივი კათედრები, პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო)  ჩართულობით.

სინქრონული ელექტრონული სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს სასკოლო საათობრივ ბადეს. ამ დროს მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო დატვირთვის (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) რაოდენობა არის შემდეგი:

 კლასი / რეკომენდებული საათები (ასტრონომიული) დღეში

I- IV -1 საათი

V- IX - 1.5 საათი

X-XII - 2 საათი

დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი:

  • I-IV კლასებში – 15-20 წუთი;
  • V-IX კლასებში – 25-30 წუთი;
  • X-XII კლასებში – 35-40 წუთი.
რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.


რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება.

რაც შეეხება რესურსებს, დისტანციური სწავლებისას სასწავლო რესურსად შეიძლება გამოყენებული იყოს: გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოები, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სახის დამხმარე ელექტრონული რესურსები, მასწავლებლის, მოსწავლეების, შესაბამისი სპეციალისტების მიერ მომზადებული ელექტრონული რესურსები და სხვა.

სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა არც ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა, ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში.

შეგახსენებთ, რომ იმ სკოლების მოსწავლეებსა და მშობლებს, სადაც სწავლა 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში გაგრძელდება,  შეეძლებათ არჩევანის გაკეთება - დისტანციურ რეჟიმში დარჩებიან, თუ სასკოლო სივრცეში დაბრუნდებიან.

ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში  დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება