მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე დაესწრო ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევის პრეზენტაციას, რომლის ორგანიზატორი ახალგაზრდობის სააგენტო იყო.
მოსწავლე ბათუმის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში მიიღებს მონაწილეობას.
„მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ რეფორმის ფარგლებში, 8 სექტემბერს დავესწარი კვლევის - „ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე“ პრეზენტაციას. რომლის ორგანიზატორი ახალგაზრდობის სააგენტო იყო. შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს 10 რეგიონის 14 მუნიციპალიტეტში ჩატარებული „ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესების“ კვლევის შედეგები. კვლევა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ შექმნილი მეთოდოლოგიითა და მხარდაჭერით ჩატარდა. კვლევას კომპანია ACT-ახორციელბდა.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით 14-ვე მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა შეიქმნება. რომელსაც საკრებულოები დაამტკიცებს.
ბათუმი, ჩოხატაური, ხობი, სენაკი, ბაღდათი, ადიგენი, საჩხერე, ამბროლაური, დუშეთი, კასპი, ლაგოდეხი, თეთრიწყარო, ყვარელი, გარდაბანში. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები რომლებიც კვლევაზე დაყრდნობით შეიმუშავებენ ახალგაზრდობის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას.
ახალგაზრდობის სააგენტოს მიზანია 14-ვე მუნიციპალიტეტში შექმნას ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემა ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან ერთად, ახალგაზრდების მერ, უკეთესი რეალობისთვის!“- აღნიშნავს რომან სურმანიძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...