მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა მოლოდინი აქვს ახალი სასწავლო წლისგან, რას ფიქრობს პედგოგთა შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით და როგორ აფასებს მასწავლებელთა მზაობას ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით - ამ და სხვა საკითხებზე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გაგნიძე გვესაუბრა.
- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?- როგორც ყოველთვის, ახალ სასწავლო წელს, ჩვენი მოსწავლეების და მასწავლებლების ახალ წარმატებებს ველოდებით. სიახლეებიდან სასიამოვნო სიახლეა, რომ არცერთი ჩვენი მასწავლებელი და მოსწავლე არ დაინფიცირებულა. ამასთან სრულფასოვნად ვერთვებით ახალი სკოლის მოდელში.
- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით?- ელექტრონული ჟურნალი ახალი დროის მოთხოვნაა და ჩვენც ფეხიო უნდა ავუწყოთ. საპილოტე რეჟიმში, წინა სასწავლო წელს, ჩვენ უკვე გამოვცადეთ ელექტრონული ჟურნალის წარმოება და არავითარი სირთულე არ შეგვქმნია.
- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?- საერთოდ ყოველგვარი დაძალების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ როცა საქმე ეხება ადამიანების და მათ შორის ბავშვების ჯანმრთელობას, რომელსაც საფრთხე შეიძლება შეექმნას აუცრელი მასწავლებლის მხრიდან, აცრის დავალდებულება სწორ ნაბიჯად მიმაჩნია, როგორც მასწავლებლების, ასევე სკოლის ყველა თანამშრომლისათვის. მასწავლებელთა უმრავლესობა ამ აზრს იზიარებს.
- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?
- ძალიან რთულია დაწყებითი კლასების, განსაკუთრებით I-IV კლასების მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში სწავლა. ერთადერთი, რაც შეიძლება ვურჩიოთ პატარების ოჯახის წევრებს, როგორმე უნდა გამონახონ დრო, თუნდაც რიგრიგობით და ბავშვთან ერთად დაესწრონ გაკვეთილებს. მასწავლებლებმა კი უნდა მოიძიონ ისეთი რესურსები, რომლებიც პატარებისათვის საინტერესოს გახდის გაკვეთილს.
- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე?- ჩვენმა ყველა მასწავლებელმა, რომელიც დარეგისტრირებული იყო გამოცდაზე დაადასტურა თავისი კვალიფიკაცია. რაც შეეხება, გამოცდების და ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობას, გამოცდების ეფექტურობა საეჭვოდ მიმაჩნია, ხოლო ტრენინგები ნამდვილად აუცილებელია, თუმცა საკითხები უნდა განიხილავდეს საკლასო ოთახში მიმდინარე სიტუაციებს და არ ეძღვნებოდეს რომელიმე სწავლულის იდეების ციტირებას .
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...