მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; რამდენად სწორად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება, არიან თუ არა მასწავლებლები სიახლეებისთვის მზად და რა მოლოდინები აქვს ახალი სასწავლო წლისგან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე საუბრობს.
- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?
- 2021-2022 სასწავლო წელი გამოწვევებს გვპირდება, მაგრამ გასული წლის გამოცდილება, მასწავლებელთა პროფესიონალიზმი და მშობელთა ჩართულობა გვავარაუდებინებს რომ სასწავლო წელი ნებისმიერი ფორმატით წარმატებით წარიმართება.
- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?
- აღნიშნული ცვლილება ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის სიახლე არ არის, უკვე გასულ სასწავლო წელს, ელექტრონულ ჟურნალს სკოლის ყველა მასწავლებელი აწარმოებდა, საწყის ეტაპზე, როგორც მოსალოდნელი იყო, გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა. საბოლოო ჯამში, პედაგოგებმა გამოწვევებს წარმატებით გაართვეს თავი. ვფიქრობთ, ელექტრონული ჟურნალის დანერგვა სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობას გაზრდის და სკოლასთან კომუნიკაციას გააუმჯობესებს.
- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?
- ახალსოფლის საჯარო სკოლის 55 თანამშრომლიდან 47 უკვე ვაქცინირებულია. ვფიქრობ, უსაფრთხო სკოლის უზრუნველსაყოფად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები ყველა თანამშრომელმა უნდა გაითვალისწინოს. თუ ყველა მასწავლებელი აიცრება, ვირუსიც ნაკლებად გავრცელდება.
- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?
- პირველკლასელ მოსწავლეებს სკოლისთვის საჭირო საბაზო უნარები ჯერ არ აქვთ გამომუშავებული, რაც დისტანციური სწავლებისას მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენი პედაგოგები, როგორც ტრადიციული, ისე დისტანციური სწავლებისთვის აქტიურად ემზადებიან და ფორმატის მიუხედავად, მაქსიმალურად ცდილობენ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენასა და განვითარებაში დაეხმარონ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს